ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის პროცესები უნდა იყოს საჯარო და სასამართლოს თავად ექსპრეზიდენტიც უნდა ესწრებოდეს
ფოტო: Ombudsman
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი საჯარო უნდა იყოს. ომბუდსმენის თქმით, სააკაშვილს და მასთან ერთად საზოგადოებას სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება უნდა მიეცეს. ლომჯარია ამბობს, რომ საჯაროობა მაშინაც უნდა შენარჩუნდეს, თუკი ის პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.
"უნდა დაესწროს უშუალოდ პროცესს, სადაც საზოგადოებას ექნება დასწრების შესაძლებლობა, სადაც ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. თუ ფიზიკური დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელი იქნება, ეს უნდა იყოს საჯარო პროცესი. ჩვენ უნდა ვხედავდეთ როგორ გამოდის ბრალდებული და როგორ ამტკიცებს მის უდანაშაულობას, ან საკუთარ პოზიციებს აჟღერებს, ნებისმიერ შემთხვევაში საჯაროობის პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი", — განაცხადა ლომჯარიამ TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, სააკაშვილის აქამდე გამართული სასამართლო პროცესები იმის იმედს არ იძლევა, რომ მისთვის სამართლიანი სასამართლო გარანტირებული იქნება.
"ეს იქნება ალბათ ყველაზე მთავარი გამოწვევა სამომავლოდ — სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, მასში ჯეროვანი მონაწილეობა, რაც გულისხმობს უშუალო მონაწილეობას, პროცესის საჯაროობას, რაც არის აუცილებელი სტანდარტი და პირობა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არ დაადგინოს", — ამბობს ის.
22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.
ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილი მის არცერთ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ჯერ კიდევ 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მათი რეკომენდაცია იყო სასამართლო სხდომა ციხეში ჩატარებულიყო, რასაც ადვოკატები და თავად სააკაშვილი არ ეთანხმებოდნენ. 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მოსთხოვა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სხდომაზე მიეყვანათ, თუმცა უშედეგოდ — 10 ნოემბერს სააკაშვილის პროცესი მის გარეშე გაიმართა. უარის მიზეზი უწყებამ იმით განმარტა, რომ ესკორტირებისას, შესაძლოა, მოხდეს "დესტრუქციული ხასიათის ქმედება". მათივე მტკიცებით, ვინაიდან სააკაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობის არსებითი ნაწილი, პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენდა დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. მომდევნო სხდომაზე, 15 ნოემბერს სააკაშვილი ისევ არ მიიყვანეს და მიზეზებიც იგივე დაასახელეს. 16 ნოემბერს ომბუდსმენმა მოითხოვა, რომ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება მისცენ, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ექსპრეზიდენტი არც იმ დღეს გამართულ სხდომაზე მიუყვანიათ.
- კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესებზე — პრაისი
- DRI-ის განცხადებით, სასამართლო სხდომებზე სააკაშვილის არდაშვება უკანონოა და უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს
- IDFI-ის შეფასებით, სააკაშვილის საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები