ენმ საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ზეწოლაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას ადანაშაულებს — რას პასუხობს რიჟვაძე
ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას და შსს-ს მაღალჩინოსანს, დავით რიჟვაძეს საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძეზე ზეწოლას ყოფილი ძალოვნები ახდენდნენ.
"ნუგზართან მოლაპარაკებას დათო რიჟვაძის დავალებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი, მაღალჩინოსანი ძალოვნები. ესენი გახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე იკავებდა აჭარის სამძებროს უფროსის პოზიციას, ხოლო ბადრი ბაკურიძე იკავებდა ბათუმის უშიშროების უფროსის პოზიციას. ორივე მათგანი აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწიათ აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ", — თქვა კირთაძემ.
ენმ-მ ბრიფინგზე ჩანაწერები გაასაჯაროა, რომელშიც, მათი თქმით, ფუტკარაძის, თაბაგიძისა და ბაკურიძის საუბარია ასახული. ჩანაწერები On.ge-ს პარტიიდან მიაწოდეს და მათში ისმის, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრს ჩვენთვის უცხო პირები "ნეიტრალურობას" სთხოვენ — ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე და სხვა ოპოზიციაში ვერ გადავა. პასუხად, კი იღებს, რომ სხვა ოპოზიციაში კი არა, "ნეიტრალურში გადავიდეს".
"პოზიციას გავიზიარებ ბადრი, მე შენ გეუბნები, რომ ასე პირდაპირ ავდგე და მე ვთქვა, რომ აღარ ვარ თქვენთან და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგას არ ვიზამ. მაგრამ იქ კანონების მიღების დროს, მე შამფურს არ დავწვავ", — ისმის ჩანაწერებში.
ჩანაწერების მიხედვით, უცნობი პირები მას სხვისი დავალებით ესაუბრებიან, თუმცა სახელს და გვარს არ ახსენებენ.
"იმ კაცმა რო მომენდო, მე შენ მოგენდე. ესე იგი იმ კაცმა იცოდა, რომ მე შენ მომენდობოდი და არ მიღალატებდი და არც მე გიღალატებდი. ცოტა მიღალატე ახლა", — ისმის ჩანაწერებში.
ბრიფინგზე კირთაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას საკრებულოს ოპოზიციურ წევრებზე მუქარასა და მოსყიდვის მცდელობაში ჯერ კიდევ 5 ნოემბერს ადანაშაულებდა. მისი თქმით, ქვეყანაში ინსტიტუციები რომ მუშაობდეს და რეაგირება ჰქონოდათ, მოვლენები ასე არ განვითარდებოდა.
"ზეწოლა ბატონ ნუგზარზე ბევრად ადრე დაიწყო. ეს ჩანაწერი მოგვიანებით არის გაკეთებული. სწორედ ამიტომაც, 5 ნოემბერს ჩვენ, ყველანი ერთად შევიკრიბეთ და გავაკეთეთ განცხადება და მოვუწოდეთ დათო და თორნიკე რიჟვაძეებს, რომ თავი დაენებებინათ ჩვენი ფრაქციის წევრებისთვის. მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია გვქონდა. ოდნავ მაინც რომ მუშაობდეს ინსტიტუციები ამ ქვეყანაში, მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ნუგზარი დღეს ჩვენს გვერდით იქნებოდა. ის გარდაიცვალა შაქრის დონის აწევით, 1 000 დაუფიქსირდა სისხლში, რასაც იწვევს ნერვიულობა", — აღნიშნა კირთაძემ.
გარდაცვლილის დის თქმით, ბოლო დროს ფუტკარაძე ნერვიულობდა, რომ შვილებისთვის არავის არაფერი ევნო. მისი აზრით, ნერვიულობის მიზეზი შესაძლოა ეს ზეწოლა ყოფილიყო.
ბრალდებების პასუხად თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ თუ ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ყველასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
"კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას", — რიჟვაძემ.
ნუგზარ ფუტკარაძე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან. ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები