ევროპაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონი რატი ნანავა დაასაჩუქრა
ისტორიული მიღწევა და ნამდვილი სენსაცია ქართულ კიბერსპორტში — რატი ნანავამ IESF-ის მსოფლიოს პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.
ნანავა ფავორიტებში არ მოიაზრებოდა. მისგან ასეთ თამაშს და მით უმეტეს ჩემპიონობას, ბევრი არ ელოდა.
მუნდიალს 24 მონაწილე ჰყავდა, რომლებიც ოთხ ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული, საიდანაც პირველ-მეორე ადგილებზე გასულებმა პლეიოფის საგზური მიიღეს.
ქართველმა გეიმერმა ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ლუქსემბურგის წარმომადგენელს შანსი არ დაუტოვა და 3:0 მოუგო. ნახევარფინალში მას ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იტალიელი გეიმერი შეხვდა, რომელიც BO5-ის სისტემით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართული კიბერსპორტისთვის ეს უკვე ისტორიული მოვლენა იყო.
ნანავამ დრამატულ ფინალში მექსიკელი მეტოქე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამწყვეტ, მეხუთე თამაშს, ბოლო წუთებამდე აგებდა და ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში გოლები არ გასულა, პენალტების სერიაში კი მეტოქის ყველა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და 3:0 მოიგო.
ფოტო: Europebet
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის კომპანია ევროპაბეთი საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, რატი ნანავას სპეციალური პრემიით დაასაჩუქრებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ევროპაბეთი ჩემპიონს 5 000 ლარს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდიდან 2500 დოლარი იყო გამოყოფილი, რომელსაც ასევე რატი ნანავა მიიღებს. ევროპაბეთმა კი ჩემპიონი დამატებით 5 000 ლარით დაასაჩუქრა.
ფოტო: Europebet
IESF-ის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარეობს ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტუნირი — Winter Cup, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათას ლარს შეადგენს.
შეჯიბრებმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და პირველი სახეობა, რომელიც მაყურებელმა იხილა, PUBG MOBILE გახლდათ. მობაილ თამაშების მოყვარულებს PUBG-ისთვის თვალის დევნება ყოველ შაბათ-კვირას შეეძლებათ. 15 ნოემბერს დაიწყო League of Legends, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გულშემატკივრებს მატჩების ყურება ყოველ ორშაბათს, საღამოს 8 საათიდან შეეძლებათ. PUBG MOBILE-ისა და LOL-ის საპრიზო ფონდი 20 000 – 20 000 ლარით განისაზღვრა.
ამავე რაოდენობის საპრიზო ფონდი აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სახეობას CS:GO-ს. საქართველოს ეროვნულ ლიგაში ის 16 ნოემბერს გამოჩნდა. ამ სახეობის მოყვარულებს, ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს შესაძლებლობა აქვთ, თვალი მიადევნონ ქვეყნის ყველაზე გამორჩეული გუნდების დაპირისპირებას.
კიბერსამყაროში DOTA 2 ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, იდუმალი და ამოუწურავი რესურსების მქონე სახეობად ითვლება, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ქართულ ტურნირში 18 ნოემბრიდან ჩაერთვება. შეხვედრების პირდაპირი ტრანსლირება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, ხოლო საპრიზო ფონდი აქაც 20 ათას ლარს შეადგენს.
20 ნოემბერს ასპარეზობა ფეხბურთის მოყვარულებს დაეთმობათ და ტურნირში FIFA 22 გამოჩნდება. 20-21 ნოემბერს პირველი ეტაპი ჩატარდება, ხოლო ყოველ ხუთშაბათს საუკეთესო რვა მოთამაშე წრიული სისტემით დაუპირისპირდება ერთმანეთს. ჩემპიონატი ლანში, კიბერარენაზე, გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 10 ათასი ლარია.
ყველაზე ბოლოს ტურნირში TEKKEN ჩაერთვება, რომელიც 23 ნოემბრიდან დაიწყება. ამ სახეობაში საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენს. ჩემპიონატი ლანში ჩატარდება და მისი ყურება სამშაბათობით იქნება შესაძლებელი.
ყველა სახეობაში საუკეთესო რვა გუნდი, ხოლო ფიფასა და ტეკენში ტოპ რვა მოთამაშე, ასპარეზობას ევროპაბეთის Winter Cup-ზე გააგრძელებს. ფინალური შეხვედრები სპორტის სასახლეში შედგება. მატჩების პირდაპირ ტრანსლირებას კი ფედერაციის YOUTUBE-ის არხი უზრუნველყოფს.
ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა — მათ შორის იყო რატი ნანავა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ფოტო: Europebet
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები