Fort Hays State University-ის განსაკუთრებული პროგრამა უფროსკლასელთათვის
ფოტო: LEAF
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF დამამთავრებელი კლასების გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლეებისთვის გთავაზობთ უპრეცედენტო სასკოლო პროგრამას ამერიკულ უნივერსიტეტში.
ცენტრი თანამშრომლობს ამერიკულ Fort Hays State University-სთან (FHSU), რომელიც სკოლის მოსწავლეებს მე-11 და მე-12 კლასებში მათთან განსაკუთრებული პროგრამის გავლას სთავაზობს. უნივერსიტეტმა მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია (Academy of Mathematics and Science - AMS) შექმნა. ის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიაღწიონ მეტს და თავად განსაზღვრონ საკუთარი წარმატებული მომავალი. AMS ფორტ ჰეისში უკვე მეორე ადრეული საუნივერსიტეტო პროგრამაა, რომელიც განუმეორებელ აკადემიურ გამოცდილებას აძლევს დამამთავრებელი კლასების ნიჭიერ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან. პროგრამაზე მოსახვედრად მოსწავლეებმა დიდი კონკურენცია უნდა დაძლიონ.
პროგრამის მონაწილეები მე-11 და მე-12 კლასებში სწავლობენ და FHSU-ში ცხოვრობენ. პროგრამა მოიცავს:
- საუნივერსიტეტო დონის სწავლება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ
- შესაძლებლობა, რომ მოიპოვოთ ზოგადი სამეცნიერო განათლების ასოცირებული ხარისხი (Associate of General Studies (A.G.S.) in Science)
- ამერიკული ე.წ. ჰაი-სქულის სასკოლო დიპლომი (მოსწავლე ამთავრებს ამერიკულ სკოლას) და 60 საათზე მეტი საუნივერსიტეტო კრედიტი
- კვლევის წარმოების გამოცდილება PhD დონის პროფესორ-მასწავლებლებთან
- ლიდერობის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობები
- აკადემიური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა
- უსაფრთხო სასწავლო და საცხოვრებელი გარემო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
პროგრამის განმავლობაში მიღებული საუნივერსიტეტო კრედიტების სასურველ უნივერსიტეტში გადატანის შემდეგ AMS-ის კურსდამთავრებულები შეძლებენ, რომ ბაკალავრის ხარისხი საშუალოდ 2-დან 2.5 წლამდე პერიოდში მიიღონ 4 წლის ნაცვლად. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ უფრო მალე ჩაერთონ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში.
პროგრამის ღირებულება სწავლის, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ჩათვლით არის დაახლოებით 29000 $ წელიწადში. გასათვალისწინებელია, თუ რა ოდენობის თანხას დაზოგავს სტუდენტი იმის ხარჯზე, რომ ბაკალავრიატის დამთავრებას მხოლოდ 2 ან 2.5 წელიწადს მოანდომებს.
სააპლიკაციო პროცესს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გაუწევს ადმინისტრირებას College Counseling-ის მომსახურების ფარგლებში. ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ LEAF-ს.
FHSU-ს შესახებ:
ფორტ ჰეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1902 წელს დაარსდა (Fort Hays State University) მდებარეობს კანზასის შტატში, ქალაქ ჰეიზში . უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ასობით პროგრამასა და სასერტიფიკაციო კურსს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მათი მიზანია, რომ შექმნან ხელმისაწვდომი და კომპეტენტური საგანმანათლებლო სივრცე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, იყვნენ წარმატებული პროფესიონალები 21-ე საუკუნის ძალიან კონკურენტულ სამუშაო გარემოში.
უნივერსიტეტი შედგება ხუთი ძირითადი სკოლისაგან: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა, ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა, მედიცინის მეცნიერებათა სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა და ტექნოლოგიისა და მათემატიკის სკოლა.
უნივერსიტეტი გამორჩეულია ცნობილი ონლაინ სწავლების მეთოდებითა და პროგრამებით. სტუდენტებს შეუძლიათ 200-მდე ონლაინ პროგრამის და სასერტიფიკატო კურსების გავლა, ინოვაციური სწავლების მეთოდებით.
სწავლის საფასური დამოკიდებულია კრედიტების რაოდენობაზე. საბაკალავრო საფეხურზე ერთი კრედიტის საფასურია $226.88, სამაგისტრო საფეხურზე 298.55, ბიზნესის მაგისტრატურის მიმართულებით $350, ხოლო დოქტორანტურის საფეხურზე $400. უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა ტიპისა და რაოდენობის დაფინანსებას.
უნივერსიტეტს საბაკალავრო საფეხურზე 60-მდე სხვადასხვა მიმართულება აქვს, როგორებიცაა: ბუღალტერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, ისტორია, ჯანდაცვა, მარკეტინგი, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, და სხვა.
სამაგისტრო საფეხურზე ასევე 60-მდე პროგრამაა შეთავაზებული, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია (Counseling), განათლება, ისტორია და სხვა. სადოქტორო ხარისხის მოპოვება სტუდენტებს შეუძლიათ Nursing Practice-ის მიმართულებით (DNP).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები