5 ნაბიჯი, რომელიც აქციებით ვაჭრობისთვის უნდა გადადგა
საინვესტიციო სფეროში გამოუცდელ ადამიანებს აქციებით ვაჭრობა რთულად ეჩვენებათ. თუმცა, უნდა იცოდე, რომ აქციებით ვაჭრობის პროცესი დღეს გაცილებით გამარტივებულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ამასთან, აქციებით ვაჭრობა შენი ქონებისთვის საკმაოდ სარფიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
შესაძლოა გაგიკვირდეს, მაგრამ ასეა: 50 წლის წინ S&P 500-ის ინდექსში დაბანდებული 10 000 დოლარიანი ინვესტიციის ღირებულება დღეს 1,2 მილიონ დოლარს აღწევს. ინდექსებსა და საფონდო ფონდებში ინვესტირების საკითხს კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი თანმიმდევრულად მივყვეთ იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც საინვესტიციო სამყაროსთან დაგაახლოებს.
1. განსაზღვრე საკუთარი საინვესტიციო კურსი
ინვესტორების ნაწილი ინდივიდუალურ აქციებში აბანდებს ფულს, ნაწილი კი — ნაკლებად აქტიურ მიდგომას იყენებს. ნაკლებად აქტიურში ინდექს და გაცვლით სავაჭრო ფონდებში ფულის ჩადება იგულისხმება. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ინდივიდუალურ აქციებში ინვესტირება კონკრეტული კომპანიის ფასიანი ქაღალდის, აქციის ყიდვას ნიშნავს. ამისათვის, ბაზრის ანალიზი და კომპანიის მაჩვენებლების შესწავლა დაგჭირდება, ამიტომ დამწყები ინვესტორები ფულის დაბანდების მარტივ გზებს ირჩევენ.
ერთ-ერთი ასეთი გზაა ინდექს ფონდებში ინევესტირება. ფონდები კონკრეტულ ინდექსს აკვირდება. ეს იგივეა, რომ ერთდროულად ბევრი კომპანიის წილი შეიძინო. ინდექს ფონდებში ინვესტირებით საშუალება გეძლევა ფული ჩადო არა მხოლოდ ერთ კომპანიაში, არამედ საბაზრო ინდექსში. ამ ტიპის ინვესტირების უპირატესობა ის არის, რომ ნაკლებ დროს ხარჯავ ინდივიდუალური კომპანიების გამოსაკვლევად და აკვირდები კონკრეტულ ინდექსს, რომლის გამეორებასაც შენი ფონდი ცდილობს.
ინდექს ფონდების მაგალითებია S&P 500-ის ინდექსზე მიბმული ფონდი — Vanguard 500 Index Fund ETF და Nasdaq 100-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებულ ინდექსზე მიბმული — Invesco QQQ Trust Series 1.
2. გადაწყვიტე, რამდენის დაბანდებას აპირებ აქციებში
თუ ფიქრობ, რომ შენს ყულაბაში არსებული თანხა მინიმუმ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეს, ესე იგი ის ინვესტირებისთვის არ გამოგადგება.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ სფეროში რისკები უნდა გაითვალისწინო და მაქსიმალურად დააზღვიო. სწორედ ამიტომ, როდესაც აუცილებელი საჭიროებებისთვის დანაზოგს გააკეთებ, იქვე ინვესტირებისთვისაც გადადე თანხები. ეს აქციებით ვაჭრობის დაწყებაში დაგეხმარება.
საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებისას ახალი ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ დაგჭირდება — პირველ ეტაპზე, იმ ოდენობის ფული დააბანდე, რომელიც შენ მიერ გაღებულ რისკს აიტანს.
3. გახსენი საინვესტიციო ანგარიში
თუ აქამდე ინვესტირების თეორიულ ნაწილს ეხებოდი, დროა პრაქტიკაშიც გადაინაცვლო — გახსენი საბროკერო ანგარიში.
დამწყებ ინვესტორებს საბროკერო ანგარიშების გახსნას კომპანიები სთავაზობენ. აშშ-ის ბაზარზე ასეთები TD Ameritrade, E*Trade, Charles Schwab და სხვები არიან. როგორც წესი, ეს პროცედურა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
თუმცა, თუ ეს ნაბიჯი ძალიან რთულად გეჩვენება, გამოსცადე საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი — ინვესტიციები. დღეს საერთაშორისო აქციების ყიდვისთვის აღარ არის საჭირო იცოდე, როგორ მუშაობს აქციებით ვაჭრობის სხვადასხვა ვებგვერდი და პლატფორმა, რადგან ეს ფუნქცია უკვე დაემატა საქართველოს ბანკის მობილბანკში. ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, წვდომა გაქვს მსოფლიოში ყველაზე ლიკვიდურ, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია შეიძინო ისეთი კომპანიების აქციები, როგორებიცაა: ფეისბუქი, ტესლა, ეფლი, კოკა-კოლა და სხვები.
4. აირჩიე სასურველი აქცია
მას შემდეგ, რაც საბროკერო ანგარიშის გახსნის ტექნიკურ დეტალებს გაივლი, მოგიწევს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა — აქციების შეძენა. ინვესტირების ამ ეტაპზე რამდენიმე საკითხის გათვალისწინება დაგჭირდება.
პირველი საკითხი, რაც კარგად უნდა გესმოდეს დივერსიფიცირებული პორტფელის საჭიროებაა. აქ იგულისხმება ის, რომ აქციების კალათში სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდები უნდა მოათავსო. მაგალითად, როდესაც რამდენიმე განხვავებულ სექტორში მომუშავე კომპანიების აქციებს ყიდულობ, ეს აზღვევს რისკებს — თუ რომელიმე აქციის ფასი დაეცემა, საერთო სიტუაციას სხვა წარმატებული კომპანიები დააბალანსებენ. თუ დამწყები ინვესტორი ხარ, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ უნდა შეეხო იმ ბიზნესს, რომლის ავან-ჩავანიც კარგად გესმის. გარდა ამისა, უნდა მოერიდო მერყევი ფასის მქონე აქციებს — ეს მანამდე, ვიდრე ინვესტირების საკითხებში კარგად გაერკვევი.
5. არ გაჩერდე — განაგრძე ინვესტირება
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის შესული უორენ ბაფეტის თქმით, სასურველი შედეგის მისაღებად საინვესტიციო სამყაროში ექსტრაორდინარული ნაბიჯების გადადგმა არ არის საჭირო.
ინვესტირების ოქროს წესია შეიძინო წარმატების გზაზე მდგარი კომპანიის აქციები და ის იმ დრომდე შეინახო, ვიდრე კომპანია დიდებული შენარჩუნების ეტაპზე იქნება. ეს გზა არ იქნება მარტივი, თუმცა თუ ამას გააკეთებ, შენი საინვესტიციო გამოცდილება წარმატებული იქნება.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესიტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები