საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა — ინტერვიუ თელმიკოს წარმომადგენელთან
ფოტო: თელმიკო
გასულ წელს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 1 ივლისიდან თელასის ნაცვლად თელმიკოს დაეკისრა — ის დღეს 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
ამ ცვლილებამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია და საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა დააგროვა. მათზე პასუხების გაცემას თელმიკოს ენერგოთრეიდინგის სამსახურის უფროსთან, ნიკოლოზ გულიაშვილთან ერთად შევეცდებით.
რას ნიშნავს ქართული ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა? როდის და რატომ გაიყო ფუნქციები თელასსა და თელმიკოს შორის?
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ იკისრა ვალდებულება გამჭვირვალე და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის შესახებ. რეფორმის მსვლელობისას ბაზრის ევროპული მოდელი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც მიწოდებისა და განაწილების ფუნქციების განცალკევებას გულისხმობს. ადრე ამ ორივე ფუნქციას კომპანია თელასი ასრულებდა, მაგრამ რეფორმის შემდეგ მას გამოეყო მიწოდების ფუნქცია და 2021 წლის პირველი ივლისიდან თბილისში მიმწოდებელი კომპანია თელმიკო გახდა.
ნიკოლოზ გულიაშვილი
ფოტო: თელმიკო
როგორია თელასისა და თელმიკოს ფუნქციები?
ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შემდეგ თელასის საკუთრებაში დარჩა გადამცემი ხაზები და მრიცხველები, თბილისში ელექტროქსელის მომსახურება და მართვა ისევ მისი ვალდებულებაა. უფრო კონკრეტულად, ის ფლობს აღრიცხვის ხელსაწყოებს (მრიცხველებს), იღებს ჩვენებებს და მათ თელმიკოს გადასცემს. რაც შეეხება წყლის მიწოდებისა და დასუფთავების მომსახურებას, მას ისევ სრულად ახორციელებს თელასი ახორციელებს სრულად. შესაბამისად, ის გზავნის ქვითრებს და იღებს გადასახადს.
თელმიკო კი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ის საბითუმო ბაზარზე ყიდულობს ელექტროენერგიას, დებს მომხმარებლებთან ხელშეკრულებებს, ტარიფის მიხედვით ადგენს ქვითარს და აწარმოებს ფინანსურ ანგარიშსწორებას. ასევე, თელმიკოს მოვალეობაში შედის კლიენტთა მომსახურებაც.
რამდენად რთული იყო კომპანიისთვის საქმიანობის დასაწყისი და გარდამავალი ეტაპი? არსებითად, ეს რეფორმა ხომ პირველად ხდებოდა საქართველოში?
დიახ, ეს პირველი მსგავსი რეფორმაა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. ჩვენ პირველებმა გავიარეთ ეს გზა, რომელიც სულაც არ ყოფილა მარტივი. თავიდან, ძირითადად, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური სახის პრობლემები წარმოიქმნა. სამწუხაროდ, ყველაფერმა იდეალურად ვერ იმუშავა, რის გამოც კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს. ამას COVID-19-ც დაემატა. მაგალითად, როდესაც ჩვენი ქოლ-ცენტრი ისედაც გადატვირთული იყო ოპერატორებში ვირუსის აფეთქება მოხდა. ეს ნეგატიურად აისახა ქოლ-ცენტრზე, ჩვენთან დაკავშირება ძალიან გართულდა, რამაც მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია.
თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ ყველაფრის გამოსწორება შევძელით. დღეისათვის თელმიკოს ქოლ-ცენტრი უახლესი მოწყობილობითა და პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი და გამართულად მუშაობს. ზარის მოლოდინის დრო არ აღემატება 60 წამს, რაც თანამედროვე ქოლ-ცენტრის სტანდარტში ჯდება.
რა გაუგებრობები წარმოქმნა ბაზრის რეფორმამ მომხმარებლებში და როგორ ცდილობს კომპანია მათ აღმოფხვრას?
ყველაზე რთული მომხმარებლებისთვის მომხდარ ცვლილებებში გარკვევა და ახალ პირობებთან მიჩვევა იყო. დღეს კიდევ არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად გვისვამენ. მოდით, გავარჩიოთ თითოეული მათგანი:
რატომ მოდის ორი ქვითარი, ნუთუ თვეში ორჯერ უნდა გადავიხადო ელექტროენერგიის საფასური?
ხშირად, მომხმარებლები არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ წყლისა და დასუფთავების ქვითარი თელასისგან მისდით, ხოლო ელექტროენერგიის — თელმიკოსგან. უმეტესად, სწორედ ეს ხდება პრეტენზიების მიზეზი.
მეორე ხშირად დასმული შეკითხვაა:
გაიზარდა თუ არა ტარიფი თელმიკოს გამოჩენის შემდეგ ან იგეგმება თუ არა მისი გაზრდა?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თელმიკო ელექტროენერგიის ტარიფს არ ადგენს და ამის უფლება მხოლოდ სემეკ-ს აქვს. მარეგულირებელმა კომისიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტარიფი თელასისა და თელმიკოს გაყოფის მომენტიდან არ შეცვლილა და არც უახლოეს პერიოდშია მისი გაზრდა დაგეგმილი.
დიახ, მაგრამ პრეტენზიები ზედმეტი საფასურის დარიცხვის შესახებ დღესაც ჟღერდება? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?
აქ საჭიროა მკაფიოდ განვაცალკევოთ ორი ცნება და ორი პროცესი. როგორც უკვე აღვნიშნე, მრიცხველიდან ჩვენებებს აგროვებს თელასი და გადასცემს მათ თელმიკოს. თანხა ქვითარში ამ ჩვენებების საფუძველზეა მითითებული. თუკი, მომხმარებელი ამ დარიცხვას არ ეთანხმება, მას შემდეგნაირად შეუძლია მოიქცეს:
- თვითონ შეამოწმოს საკუთარი მრიცხველი და შეადაროს ქვითარში მითითებული კილოვატები მრიცხველზე არსებულ კილოვატებს. თუკი აღმოაჩენს, რომ მრიცხველის ციფრები ქვითარში მითითებულ კილოვატებზე ნაკლებია, ნიშნავს, რომ ის არასწორადაა აღებული. ამ შემთხვევაში უნდა გადაუღოთ სურათი მრიცხველის ჩვენებას, დარეკოთ ჩვენს ქოლ-ცენტრში და დატოვოთ შეტყობინება. მრიცხველის ფოტო და აბონენტის ნომერი კი ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge-ზე ან ჩვენს პირად ფეისბუქგვერდზე უნდა გამოგვიგზავნოთ.
- თუკი, მომხმარებელმა არ იცის, სად არის მისი მრიცხველი განთავსებული, არსებობს მეორე გზაც. მან უბრალოდ უნდა დარეკოს ქოლ-ცენტრში და ითხოვოს შემოწმება.
ჩვენ კანონით ვართ ვალდებული, რომ მიმართვები თელასს გადავცეთ, ის კი ვალდებულია, 10 დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეამოწმოს მრიცხველი. თუკი ჩვენება მართლაც არასწორად იყო აღებული, თანხა აუცილებლად დაკორექტირდება.
რა გეგმები აქვს თელმიკოს მომსახურების გასაუმჯობესებლად?
წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კლიენტთა მომსახურების რამდენიმე ცენტრის გახსნას ვგეგმავთ. ასევე, აქტიურად ვავითარებთ დისტანციურ მომსახურებას და მალე შევძლებთ შევთავაზოთ აბონენტებს თანამედროვე, პირადი ტექ-კაბინეტი და მობილური აპლიკაცია.
ჩვენ ვვითარდებით, როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტის მქონე თანამედროვე ტექ კომპანია, რომელიც თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, ნერგავს ახალ მომსახურებას და პროდუქტებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები