დეპუტატ კახიშვილის კანონპროექტი ბავშვებში "ეროვნული სულისკვეთების" გასაღრმავებლად
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კახიშვილი სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშისა და გერბის განთავსებას ითხოვს. კახიშვილმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიღების აუცილებლობასაც "ახალგაზრდა თაობაში ეროვნული სულისკვეთების" გაღრმავებით ხსნის.
"აღნიშნული კანონპროექტის მომზადების საფუძველი გახდა ის, რომ ჩემი აზრით, საჭიროა ჩვენს ახალგაზრდა თაობაში ეროვნული სულისკვეთების უფრო მეტად გაღრმავება და სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ პატივისცემის მიჩვევა ბავშვობის ასაკიდან. ჩვენ, ყველას, როდესაც საზღვარგარეთ დავდივართ, ევროპულ ქალაქებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მოგვწონს, რომ კერძო სახლებზეც კი სახელმწიფო დროშებია გამოფენილი და ეს ადამიანები უვლიან თავისი ქვეყნის სიმბოლოს და უბრალოდ უხარია თვალს, რომ მიდიხარ და ხედავ, რომ დროშის მიმართ ასეთი პატივისცემა აქვთ მოქალაქეებს. სამწუხაროდ, ამით ვერ ვიტრაბახებთ საქართველოში", — აცხადებს ის.
გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სავალდებულო უნდა გახდეს სკოლებსა და ბაღებში სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ცვლილების შემდეგ ერთ დაწესებულებას დამატებითი ხარჯი წლის განმავლობაში ექნება დაახლოებით150 ლარის ფარგლებში.
"ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღიდან დაიწყება სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ პატივისცემის დანერგვა ჩვენს მომავალ თაობებში. ბუნებრივია, ეს თავის ეფექტს იქონიებს და როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღის ასაკიდან, სკოლაში მიეჩვევა იმას, რომ პატივი უნდა სცეს სახელმწიფო დროშას, სახელმწიფო სიმბოლოებს, ის უკვე სხვა სტრუქტურით გაიზრდება, ამ სულისკვეთებით და უფრო მეტად იქნება ჩვენი პატარა ქვეყანა შეკრული. როდესაც ბავშვობის ასაკიდან ის მიეჩვევა იმას, როგორ უნდა სცეს დროშას პატივი, ჰიმნს და სიმბოლოებს, მერე შეიძლება სახლშიც მოითხოვოს, რომ დედა, მინდა, დროშა მიყიდო და საკუთარ სახლშიც გამოფინოს ის დროშა და მოუარონ", — განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კახა კახიშვილმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, შენობებზე, სადაც სახელმწიფო სიმბოლოები ამ ჟამად არის აღმართული, დროშები მოუვლელია და არ არსებობს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ის სუფთა იყოს და არა "დაჭმუჭნული და ჩამოხეული". კახიშვილის აზრით, კანონში ცვლილებების შეტანა ამ პრობლემასაც დაარეგულირებს.
"შევხედოთ, რა დღეშია დროშები. ზოგჯერ გადიხარ გამგეობასთან, უყურებ და ამ გამგეობას საერთოდ პატრონი ჰყავს? ასეთი გერბი როგორ შეიძლება იყოს ასეთი ცენტრალურ ფასადზე განთავსებული, რა სახით შედის გამგებელი. ამას ყველაფერს უყურებს და გული არ შესტკივა ამაზე და ერთი ბრძანება არ გასცა, რომ განაახლონ ან გერბი ან გახუნებული დროშა. ეგეთი ადამიანი საერთოდ არ უნდა იყოს იმ შენობაში, მე რომ მკითხო", — განაცხადა მან კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები კანონპროექტის "სულისკვეთებას" დაეთანხმნენ, თუმცა აქვთ რეკომენდაციები, რის შედეგადაც სხდომაზე გადაწყდა, რომ ინიციატივის ავტორი კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ამ საკითხებს განიხილავს და ცვლილებას ისევ წარადგენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები