Cinevue: ჩემი ბედნიერი ოჯახი არის დრამა იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქალი კაცების სამყაროში
არაერთი წარმატების შემდეგ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალ ფილმს ჩემი ბედნიერი ოჯახი Cinevue-ს კინოკრიტიკოსი პატრიკ გემბლიც ეხმიანება და წერს, რომ ფილმი მშვიდი და დამანგრეველი დრამაა იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქალი იმ სამყაროში, რომელიც კაცებს ეკუთვნით.
"მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ტექნიკურად სრულყოფილია და ყველა მსახიობი სასიამოვნოდ თამაშობს, ჩემი ბედნიერი ოჯახი მაინც ია შუღლიაშვილის [მთავარი როლის შემსრულებელი] ფილმია. მთელი აქცენტი სწორედ მის პერსონაჟზეა და ის თითქმის არასდროს უჩინარდება ეკრანიდან. მისი თამაშის არაჩვეულებრივი მანერა საშუალებას იძლევა უთანაგრძნო, გაბრაზდე და გახდე ამ ისტორიის მონაწილე, რაც ნამდვილად დაუვიწყარია. ჩემი ბედნიერი ოჯახი არ არის მარტივი ზღაპარი ერთი ქალის ემანსიპაციის შესახებ, ეს არის უნივერსალური ზღაპარი მსოფლიოს ყველა ქალისთვის ეს არის მშვიდი და დამანგრეველი პორტრეტი, იმისა, თუ რას ნიშნავს იყოს ქალი იმ სამყაროში, რომელიც კაცებს ეკუთვნის", - წერს გემბლი.
შეგახსენებთ, რომ The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
კინოკრიტიკის რუბრიკის მთავარი რედაქტორი, მანოლა დარგისი წერდა, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ქალის გათავისუფლების ისტორიაა.
"მთავარი გმირი, მანანა (მშვენიერი, მომხიბვლელი ია შუღლიაშვილი) ცოლი, დედა, შვილი და დიასახლისია. ამ სტანდარტული როლებიდან მას არც ერთი არ ანიჭებს ბედნიერებას. ეს არის სარკასტული და ემოციური ისტორია ქალის გათავისუფლების შესახებ. მოვლენების ცენტრში არის ქალი, რომელიც კარს იჯახუნებს და ამით მთელ ოჯახს შოკირებულს ტოვებს. მას უნდა, რომ უკან მოიტოვოს კლაუსტროფობიული სივრცე და მასში მცხოვრები პრეტენზიული ადამიანები. ოჯახი ცდილობს, მანანა შეზღუდოს, ის კი თავისუფლებისთვის იბრძვის. ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს შეეძლოთ გენიალური ქორეოგრაფები გამხდარიყვნენ, მაგრამ გაგვიმართლა, რომ მათ რეჟისორობა გადაწყვიტეს", - ასე ახასიათებს კინოფილმს მანოლა დარგისი.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა, ხოლო სანდენსის კინოფესტივალზე ის წლის აღმოჩენად დაასახელეს.
რეჟისორებს ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს კი ცოტა ხნის წინ, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი გადაეცათ.
ფილმის შესახებ დაწერეს ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა: გერმანული შპიგელი, Villagevoice, Theplaylist, The Hollywood Reporter და Newdirectors.
ჩემი ბედნიერი ოჯახის პრემიერა უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბერლინში, წლის ბოლომდე კი მას ქართველი მაყურებელიც იხილავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები