როგორი უნდა ყოფილიყო სერიალის ქუდი - Sex and the City-ის აქამდე უცნობი კადრები
ფოტო: HBO
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე, მსოფლიოს, ოთხი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მოდის კანონმდებელი პერსონაჟი ჰყავდა, ქერი, შარლოტა, მირანდა და სამანტა - HBO-ს საკულტო სერიალის სექსი დიდი ქალაქში გმირები.
სერიალი ეკრანზე 1998 წელს გამოვიდა და აშშ-ში მაშინვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა. მისი პერსონაჟები ამერიკის საყვარელ გმირებად დაასახელეს, ხოლო შოუს, რომელმაც ტაბუ მრავალ თემას ახადა, რევოლუციური და პროვოკაციული უწოდეს.
სერიალი ოთხი სრულიად განსხვავებული დაქალის ცხოვრებას გვიყვება, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ. სამი მათგანი 30 წელსაა გადაცილებული, ერთი კი - 40-ს. სარა ჯესიკა პარკერმა, კრისტენ დევისმა, სინტია ნიქსონმა და კიმ კეტრელმა ქალის ოთხი უნივერსალური ტიპი მოირგეს: ბოჰემური ჟურნალისტი ქერი, რომანტიკული და ტრადიციების მოყვარული შარლოტა, საქმიანი მირანდა და სექსუალური სამანტა.
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ სერიალის ქუდი და სარა ჯესიკა პარკერის კაბა, რომელიც დღემდე მოდურად ითვლება.
თუმცა, როგორც გაირკვა, თავდაპირველად კერის სულ სხვა კაბა ეცვა და სერიალის ქუდიც სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. აქამდე უცნობი კადრები მაყურებელს სარა ჯესიკა პარკერმა წარუდგინა.
შოუს კოსტიუმების დიზაინერი პატრისია ფილდი ამბობს, რომ კაბა, რომელიც სარას ქუდში აცვია სულ რაღაც $5 დაჯდა და ის მეორადების მაღაზიაში შემთხვევით აღმოაჩინეს.
"მე და სარა ჯესიკას დიდი კამათი გვქონდა, საბოლოოდ სარამ გაიმარჯვა და მარკ ჯაკობსის ნაცვლად მეორადებში ნაყიდი კაბა დავტოვეთ. როგორც აღმოჩნდა სარა მართალი იყო, ეს გენიალური გადაწყვეტილება იყო", - ამბობს სერიალის შემქმნელი დარენ სტარი.
სერიალის ბოლო სერია ეთერში 2004 წლის 22 თებერვალს გავიდა. ოთხი წლის შემდეგ კი, ნიუ-იორკული ოთხეული მაყურებელს კვლავ დაუბრუნდა, ამჯერად კინოეკრანებზე. ფილმი გამოსვლის დღიდან გაქირავების ლიდერი გახდა და $400 მილიონზე მეტი მოაგროვა.
სექსი დიდ ქალაქში 2 კი, რომელიც 2010 წელს ჩაეშვა კინოგაქირავებაში, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მაგალითად თაიმსის კრიტიკოსი წერდა: "ეს არ არის სექსი დიდ ქალაქში, ეს არის მენოპაუზა უდაბნოში და ოთხი დიდებული პერსონაჟის გაცდენა".
The Mirror-ის ჟურნალისტმა სერიალის მოყვარულებს იმისკენაც კი მოუწოდა, რომ არ წასულიყვნენ ფილმის სანახავად, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იგივეა, ორსაათ-ნახევრის განმავლობაში უყურო საყვარელი მეგობრის სასტიკ მკვლელობას.
სარა ჯესიკა პარკერმა, რომელიც ამჟამად HBO-ს ახალ სერიალ განქორწინებაში მთავარ როლს ასრულებს, Fame Focus-თან საუბრისას თქვა, რომ სექსი დიდ ქალაქში 3-ის გადაღების იდეა არსებობს და ის ერთ დღეს აუცილებლად იქცევა რეალობად.
"იცით, როდესაც მე ქერი ბრედშოუს ვთამაშობდი ეს ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო. წარმოიდგინეთ, შოუს თითო ეპიზოდს, მინიმუმ 10 მილიონი ადამიანი უყურებდა, ამიტომ თუნდაც მათთვის ღირს კიდევ ერთხელ შეიკრიბოს ნიუ-იორკული ოთხეული. ხომ გესმით რას ვამბობ? მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ მიმართ და თითქმის ყოველდღე ვფიქრობ, რომ სერიალის ახალი სეზონი თუ არა, ფილმის კიდევ ერთი ნაწილი მაინც უნდა გავაკეთოთ", - ამბობს სარა ჯესიკა პარკერი.
იგივე აზრს იზიარებს ჯონ კორბეტმა, რომელიც სერიალში ეიდენ შოს როლს ასრულებდა. მსახიობმა HuffPost Live-ს ეთერში თქვა, რომ ისტორია ჯერ არ დასრულებულა.
“გოგონები დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან, მგონია და აუცილებელიც არის, რომ ისინი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, რადგან ისტორია ჯერ არ დასრულებულა”, თქვა პირდაპირ ეთერში კორბეტმა.
ასე, რომ თუ მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონები ვა-ბანკზე წავლენ, შესაძლებელია სერიალად, შემდეგ კი ფილმად ქცეული წიგნის კიდევ ერთი ეკრანიზაცია ვიხილოთ ისტორიაზე სადაც ქერი, სამანტა, მირანდა და შარლოტა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებენ, რომ არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მეგობრობა, სიყვარული და სექსი დიდ ქალაქში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები