12 რამ, რისი შეძენაც სულ რაღაც 12 ლარად შეგიძლია
თუ ხელფასის დიდი ნაწილი აუცილებელ საჭიროებებზე გეხარჯება და მრავალი მიზანი შეუსრულებელი გრჩება, შეგიძლია მორჩენილი ფული გადათვალო და ისეთი სურვილები გაიხსენო, რასაც მცირე თანხითაც აისრულებ.
თბილისში 10 ლარადაც კი შეგიძლია დრო სასიამოვნოდ გაატარო. ამ სტატიაში კი იმ 12 რამის შესახებ წაიკითხავ, რისი შეძენაც სულ რაღაც 12 ლარად შეგიძლია.
1. სამაგიდო თამაში
ფოტო: Board Game Halv
სამაგიდო თამაშები დროის სასიამოვნოდ გატარებისა და განტვირთვის კარგი გზაა, რაც ძვირიც არ ჯდება. ერთ-ერთი ასეთი თამაში უნოა — შეგიძლია ბანქო შეიძინო, მეგობრები შეკრიბო და მხიარული საღამო გაატარო. უნო საკმაოდ აზარტული თამაშია, რომელსაც კარგა ხანს ვერ მოიბეზრებ.
2. დონატები
ფოტო: Martha Stewart
სამაგიდო თამაშებს გემრიელი სასუსნავიც უხდება, თანაც ტკბილეული ვის არ უყვარს. მცირე შეფუთვა 6 დონატს აერთიანებს და საკმაოდ იაფი ღირს, სულ რაღაც 12 ლარი. შეგიძლიათ მეგობრებმა დონატების ფული შეკრიბოთ ან გემრიელი ჯარიმის გადახდა თამაშში წაგებულს დააკისროთ.
3. მცენარე
ფოტო: The Spruce
ზოგიერთი მცენარე საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ უმეტესობა ხელმისაწვდომ ფასადაც შეგიძლია შეიძინო, ამიტომ სახლში ჰარმონიის დამყარება მცირე ბიუჯეტითაც შეგიძლია. თანაც, მცენარეები სტრესის მოხსნაში გვეხმარებიან და თუ საფულეში მხოლოდ 12 ლარი შემოგრჩა, დროა მცენარე შეარჩიო.
4. ოქროს თევზი
ფოტო: The Spruce Pets
თუ 12 ლარიღა დაგრჩა და სურვილების ასრულება გინდა, ოქროს თევზზე უკეთესს ვერაფერს შეიძენ. თუ მცირე თანხით შეძენილი მეგობარი სურვილების ასრულებაზე უარს გეტყვის, საკუთარი სილამაზით მაინც მოგხიბლავს.
5. თიბისი დაზღვევის პაკეტი
ფოტო: თიბისი დაზღვევა
არ აქვს მნიშვნელობა შენი ოქროს თევზი სურვილს აგიხდენს და ახალ სახლში იცხოვრებ, თუ შენს ბინაში განაგრძობ ცხოვრებას. თიბისი დაზღვევის ბინის დაზღვევა მაინც დაგჭირდება, რომლითაც ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა თუ რემონტს სულ რაღაც 12 ლარიდან დააზღვევ.
6. ზაზუნა
ფოტო: Insider
სტრესის მოხსნაში ცხოველებიც გვეხმარებიან. ზაზუნა კი ყველაზე იაფი და მარტივად მოსავლელი ცხოველია, რომელიც განწყობას გამოგიკეთებს და შენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ამიტომ ხელფასიდან მორჩენილი ფულით ეს საყვარელი მღრღნელი უნდა დაიმეგობრო.
7. წყლის სათბურა
ფოტო: Lawsons
ზამთარი დადგა და მარტოხელების შუცვლელი მეგობარი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. ზამთრის სიცივეში წყლის სათბურას არაფერი შეედრება, თანაც იაფი და პრაქტიკულია.
8. წინდები
ფოტო: Nordic Socks
ზამთრის სიცივე რაკი ვახსენეთ, არც ღუნღულა წინდები დავივიწყოთ, რომელიც არამხოლოდ მარტოხელებს ათბობს. თანაც, ეს იაფი ნივთი მოდური გარდერობის ნაწილადაც კი იქცევა.
9. სახტუნაო
ფოტო: Medical News Today
ფორმაში ჩადგომა და სხეულის გაკაჟება თუ გსურს, მაგრამ დარბაზში სიარულისთვის ფული ან დრო არ გრჩება, სახტუნაო უნდა იყიდო. ამ ნივთის გამოყენება ყველამ ვიცით, ბავშვობაში მაინც გვითამაშია, ამიტომ ჯანმრთელობაზე იაფად და მარტივად შეგვიძლია ვიზრუნოთ.
10. წიგნის სანათი
ფოტო: Amazon
წიგნის ჭიებს სასიამოვნო დროის გატარება მაშინაც კი შეუძლიათ, როცა საფულეში ფული აღარ აქვთ. ეს ნივთი კი კითხვის პროცესში დაგეხმარება. შეგიძლია წიგნის სანათი იაფად შეიძინო და გვიანობამდე სხვადასხვა თავგადასავალში გადაეშვა.
11. წიგნი
ფოტო: Racool_studio / Freepik
წიგნის სანათი თუ იყიდე და მიხვდი, რომ წასაკითხი წიგნებიც აღარ მოგეძებნება, შეგიძლია ახალი საკითხავი შეარჩიო. შენთვის სასურველ ლიტერატურას 12 ლარადაც იპოვი. ასე რომ, შენს წინაშე დიდი არჩევანი და მრავალი ახალი მოგზაურობაა.
12. მუზეუმის ბილეთი
ფოტო: Pinterest
თუ დროის შემეცნებით აქტივობებზე დახარჯვა გინდა, მაგრამ წიგნის კითხვის ნაცვლად რაიმე ახალს ეძებ, შეგიძლია მუზეუმს ესტუმრო. ეს ძვირი სულაც არ ღირს, შეარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება, შეიძინე მუზეუმის ბილეთი და შეიმეცნე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები