ბორჯომი ახალ, საახალწლო კომუნიკაციაში ლეგენდარულ ირემს აცოცხლებს
ფოტო: ბორჯომი
ახალი წელი გართობის, დღესასწაულებისა და ოჯახური შეკრებების დროა. ეს არის დრო, როდესაც ტრადიციები ცოცხლდება. წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის მოლოდინში, ქართული მინერალური წყლის ბრენდი ბორჯომი მომხმარებელს ახალ სარეკლამო კამპანიას სთავაზობს. "მიიღე ბორჯომის მაცოცხლებელი ძალა" — ეს საახალწლო კომუნიკაციის მთავარი გზავნილია. ამ ვიდეო რგოლით ახალი წლის დატვირთულ დღეებში, როდესაც ყველანი სასიამოვნო ემოციებით ვიღლებით, ბორჯომი ჯადოსნურ წუთებთან ერთად, მაცოცხლებელი წყლის ძალას გვჩუქნის.
ვიდეო რგოლში ახალი წლის ღამეს მეგობრები მთავარ გმირთან სახლში გასართობად იკრიბებიან. ბორჯომის მთავარი სიმბოლო — ირემი სწორედ იმ დროს ჩნდება, როდესაც წვეულებით სასიამოვნოდ გადაღლილი მასპინძელი ძალების აღსადგენად ბორჯომს დალევს და ყველანი ამ უნიკალური წყლის სამყაროში აღმოჩნდებიან.
"საახალწლო კამპანია არის ჩვენი ახალი, გლობალური საკომუნიკაციო პლატფორმის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის ივლისში დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ კამპანია გზავნილით — Live Water Live Legend 1 დეკემბრიდან მსოფლიოს მასშტაბით 11 სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება", — ამბობს ვახტანგ ანთაძე, ბორჯომის გლობალური დირექტორი.
"მიხარია, რომ ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ და ყოველ ახალ წელს ჩვენს მომხმარებელს ბორჯომის ლიმიტირებულ სერიასთან ერთად საახალწლო ვიდეო რგოლს ვთავაზობთ. ბორჯომი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი კომუნიკაციით პოზიტიური განწყობა შევქმნათ საზოგადოებაში. ბორჯომი ცნობილია თავისი მაცოცხლებელი თვისებებით და იდეალურია მათთვის, ვისაც სურს აღიდგინოს ძალები, ამ კომუნიკაციაშიც აქცენტი სწორედ დღესასწაულის დღეებში განწყობის გამოცოცხლებაზე და ძალების აღდგენაზე გავაკეთეთ", — ამბობს ირინა კეიდია, IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
სარეკლამო რგოლი ევროპულმა კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ საქართველოში Metro Production House-თან ერთად გადაიღო. საახალწლო რგოლში გამოყენებულია ალექსანდრე კორძაიას იგივე Kordz-ის მიერ შექმნილი მუსიკა (რემიქსი Untitled Fantasy). კამპანიის სახე კვლავ მოდელი ლიკა რიგვავაა. ვიდეო რგოლში ასევე მონაწილეობენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, მათ შორის ბახვა ბრეგვაძე, სალომე ღვინიაშვილი, მარიამ სანოგო და სხვა.
ბორჯომის ლიმიტირებული სერიის დიზაინი ხაზს უსვამს საზეიმო განწყობას. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ეტიკეტზე ბორჯომის მწვანე (Georgian Green), მკვეთრი ლურჯი ფერი და, რა თქმა უნდა, ბრენდის სიმბოლო ირემი იქცევს. აღსანიშნავია, რომ ახალ ლიმიტირებულ სერიასთან ერთად შეფუთვაზე არსებული QR კოდის დასკანერებით ბრენდი მომხმარებელს გათამაშებაში ჩართვას სთავაზობს, სადაც გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ.
Video Credits:
- Creative Agency: Virtue, born from agency VICE
- Executive Creative Director: Morten Grubak
- Creative Director: Oliver Enne
- Director: Danny Sangra
- Production: Metro
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები