მიხეილ სააკაშვილი

2 Dec. 2021, 14:44

ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემს გამოსვლაში და მეტი სინანული. უბრალოდ, სინანულისკენ კი არ მომიწოდებდნენ, არამედ ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასაგებია, ეს მათთვის ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს. ყველას აღიარებინებდნენ ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა, თავისივე საჯაროდ აღიარებული ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანული არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე.

თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, ეს არის დიდად პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური პასუხისმგებლობის, ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგემა და რეფლექსია, ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, პირადი პატიმარი ვარ რუსეთის სისტემის. როდესაც ითხოვთ ბევრ ბოდიშს და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. 

ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გადაცხადა, სადაც ე.წ. პიჯაკების, ანუ ფულის გაფლანგვის საქმე განიხილება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…