8 მსახიობი, რომლის ბავშვობისდროინდელ კარიერას ალბათ არ იცნობ
ფოტო: Hulu / Getty Images
მსახიობების შემოქმედებით ცხოვრებაში არსებობს გარდამტეხი მომენტები და როლები, რომელთა შემდეგაც მათ მაყურებელთა ფართო წრე იცნობს. თუმცა, აქამდე მათ ხშირად გრძელი გზა აქვთ გამოვლილი — იმდენად გრძელი, რომ ფანების ნაწილმა შეიძლება არც კი იცოდეს, როდის დაიწყო თავიანთი კერპის კარიერა.
1. ჯოდი ფოსტერი
ფოტო: Getty Images
ფოტო: BrunoPress
ოსკაროსან ჯოდი ფოსტერს ყველაზე მეტად ბრალდებულსა და კრავთა დუმილში შესრულებული როლებით იცნობენ. თუმცა, ამერიკელი ვარსკვლავის დებიუტი ბევრად ადრე, 1965 წელს შედგა, როცა 3 წლის ჯოდი სატელევიზიო რეკლამაში გადაიღეს. ამასთან, მომდევნო წლებში მან 50-ზე მეტ სერიალში ითამაშა როლი.
2. კრისტიან ბეილი
ფოტო: Getty Images
ბეილი ლამის ყველასთვის ბეტმენია, პირველ რიგში. კარიერის განმავლობაში მან ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ კრისტიანი მხოლოდ 13 წლის იყო, როცა სტივენ სპილბერგის იმპერიის მზეში გამოჩნდა 1987 წელს.
3. ითენ ჰოუკი
ფოტო: BrunoPress
არაერთ გამორჩეულ როლს მოიცავს ითენ ჰოუკის შემოქმედებითი ცხოვრებაც. მაყურებელი ყველაზე მეტად მას Training Day-სა და Boyhood-ში შესრულებული როლებით იცნობს. კარიერაში ყველაზე გარდამტეხ მომენტად ჰოუკისთვის 1989 წლის ფილმში, მკვდარი პოეტების საზოგადოება, განსახიერებული როლი იქცა, თუმცა, მისი დებიუტი ეკრანზე ოთხი წლით ადრე შედგა, როცა 14 წლის მსახიობმა Explorers-ში ითამაშა.
4. ჯეიკ ჯილენჰოლი
ფოტო: Getty Images
ფოტო: BrunoPress
ჯეიკ ჯილენჰოლი მაყურებელთა ფართო წრემ 2001 წელს, დონი დარკოში შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. ამ ფილმში იგი თავის დასთან, მეგი ჯილენჰოლთან ერთად მონაწილეობდა.
თუმცა, სანამ საყოველთაო აღიარება მოვიდოდა, მსახიობი ეკრანზე რამდენჯერმე გამოჩნდა. მათ შორის პირველი 1991 წელს, City Slickers-ში ნათამაშები როლი იყო. ამ დროს ჯეიკი სულ რაღაც 11 წლის იყო. მოგვიანებით, 1999 წელს, კინოვარსკვლავი October Sky-შიც გამოჩნდა.
5. ელიზაბეთ მოსი
ფოტო: Getty Images
ფოტო: Hulu
ამერიკელი მსახიობი მაყურებელთა დიდმა ნაწილმა სერიალ მხევლის წიგნიდან გაიცნო. მოსი მანამდე Mad Men-შიც მონაწილეობდა, მაგრამ ტელევიზორის ეკრანზე რომ პირველად აღმოჩნდა, სულ რაღაც 8 წლის იყო. მაშინ, 1990 წელს, მსახიობმა მინისერიალ Lucky Chances-ში ითამაშა, მოგვიანებით კი სერიალ The West Wing-შიც ასრულებდა როლს.
6. კეტრინ ჰაიგლი
ფოტო: BrunoPress
ჰაიგლის კარიერაში ყველაზე წარმატებული პროექტი ალბათ გრეის ანატომია იყო, სადაც ექიმ იზი სტივენსის პერსონაჟს ასახიერებდა. მას შემდეგ იგი რამდენიმე ფილმშიც გამოჩნდა. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შორეულ მომავალში იყო, როცა 1994 წელს ჟერარ დეპარდიესთან ერთად My Father the Hero-ში ითამაშა. კეტრინი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო, ფილმში დეპარდიეს პერსონაჟის შვილის როლს ასრულებდა.
7. ეშლი ბენსონი
ფოტო: Getty Images
ფოტო: BrunoPress
სანამ პოპულარულ სერიალ Pretty Little Liars-ში ჰანა მარინის როლს მოირგებდა, ეშლი ბენსონს ამერიკელი თინეიჯერები უკვე კარგად იცნობდნენ. 1994 წლიდან 1997 წლამდე ბენსონი მოზარდებისთვის განკუთვნილ საპნის ოპერაში, Days of Our Lives-ში თამაშობდა.
8. ნაია რივერა
ფოტო: Fox / FOX Image Collection via Getty
ფოტო: David Livingston—Getty Images
ნაია რივერამ, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა, მაყურებლების გული მუსიკალურ კომედიაში, Glee, შესრულებული როლით მოიგო. მაგრამ მანამდე, რივერა მხოლოდ ოთხი წლის იყო, როცა სამსახიობო კარიერა წამოიწყო. 1991 წელს იგი სიტკომში, The Royal Family, გამოჩნდა. ამ დროს მსახიობი იმდენად პატარა იყო, რომ სცენარის დამოუკიდებლად წაკითხვაც კი არ შეეძლო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები