სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო ფაქტზე გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება
ფოტო: Mohamed al-Bakour/AFP
სირიელი აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იდლიბის პროვინციაში, 4 აპრილს, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. აჯანყებულები და დასავლური სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ ბომბები მომწამლავი ნივთიერებებით, ასადის რეჟიმმა, ან მისმა მოკავშირეებმა ჩამოაგდეს.
სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებას ემსხვერპლა ათეულობით ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. სხვადასხვა სოციალური ქსელით ვრცელდება მომწამლავი გაზის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შოკისმომგვრელი ფოტო და ვიდეო მასალები.
ასადის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მსგავს იარაღს ის არ ფლობს. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 5 აპრილს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით იკრიბება. ამავე საბჭოს წევრი, რუსეთი, სარგებლობს ვეტოს უფლებით. გარდა ამისა, სწორედ რუსეთია ასადის რეჟიმის მოკავშირე, რომელიც პირდაპირ სამხედრო ძალითა და საჰაერო იერიშებით ეხმარება ასადს აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად.
BBC-ის ცნობით, მომხდარის შესახებ თავისი ვერსია გაავრცელა რუსეთმა. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, აჯანყებულების ტერიტორიის დაბომბვის შედეგად აფეთქდა მეამბოხეთა საწარმო, სადაც ქვეითთა ნაღმებს ამზადებდნენ და სწორედ ამან გამოიწვია მოწამვლა.
თუ სირიაში დადასტურდება ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მსგავსი დანაშაული, რომელიც ბოლო წლებში ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სირიაში ომი უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს, რასაც, გასული წლის მონაცემებით 400 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი მილიონი კი ლტოლვილად იქცა. თუმცა, მას შემდეგ მონაცემების დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად, მსხვერპლი, შესაძლოა უფრო მეტი იყოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები