თაობა Z და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოება — ელექტრონავტი XII
ფოტო: თიბისი
მუსიკა რომ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. თუმცა მისი როლი 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მეტ-ნაკლებად ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს, კიდევ უფრო გაიზარდა. მუსიკა აღარ არის მხოლოდ სიამოვნების მიღებისა თუ მძაფრი ემოციების გაღვიძების საშუალება. თითოეული კომპოზიციის მიღმა დიდი ძალისხმევა და უზარმაზარი ინდუსტრია დგას, სადაც ყოველდღიურად უამრავი ჟანრის ათასობით ნაწარმოები იქმნება. ახალი არტისტები კი სხვადასხვა მედია პლატფორმით ცდილობენ საკუთარი მუსიკის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
რას უსმენს თაობა Z?
ფოტო: Jordon Cheung/Dribbble
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თაობა Z-ის წარმომადგენლები, სხვა თაობებთან შედარებით, ყველაზე მრავალფეროვან მუსიკას უსმენენ. მათ აქვთ ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ახალი კომპოზიციები აღმოაჩინონ როგორც ტრადიციული, ასევე ინოვაციური გზებით. გამოკითხული თინეიჯერები ამბობენ, რომ მუსიკა მათთვის "მნიშვნელოვანი" ან "ძალიან მნიშვნელოვანია" და ის არა მხოლოდ მათ ხასიათზე ახდენს გავლენას, არამედ — ჩაცმულობასა და შეხედულებებზეც კი.
თაობა Z-ისთვის მუსიკა წმინდა ემოციური კავშირის დამყარების საშუალებაა, ამიტომაც ეძებენ და უსმენენ მუსიკას ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. სწორედ ამან განაპირობა მათი გავლენა და ძალაუფლება ამ ინდუსტრიაზე.
YouTube, TikTok, Spotify, Bandcamp — ეს ის პლატფორმებია, რომელთა საშუალებით თანამედროვე არტისტებს შეუძლიათ საკუთარი მუსიკის მილიონობით მსმენელამდე მიტანა. თუმცა, ისეთი პატარა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, როგორიც საქართველოა, მუსიკალურ ინდუსტრიაში გლობალური წარმატების მიღწევა არც ისე მარტივია, რადგან ეს რიგ ფინანსურ თუ ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული.
რა არის "ელექტრონავტი XII"?
მუსიკოსების წარმატებისა და განვითარებისთვის მათი მხარდამჭერი პლატფორმების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება ფონდი ელექტრონავტი, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ არტისტებსა და მუსიკალურ პროექტებს. ფონდი წელს, თბილისის მერიასა და თიბისი Z-სთან პარტნიორობით, მეთორმეტედ ატარებს ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოებას — "ელექტრონავტი XII"-ს, რომლის ფარგლებში, ცხრა კატეგორიაში, ადგილობრივი სცენის გამორჩეული მუსიკოსები და პროექტები გამოვლინდებიან.
მათ ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურიც განსაზღვრავს.
წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
• მუსიკალური ვიდეო / Best Video
• ლეიბლი / Best Label
• ალბომი / Best Album
• დიჯეი / Best DJ
• ლაივ სთრიმი / Best Live stream
• ტრეკი / Best Track
• მედია / Best Media
• Z არტისტი / Z Artist
• ელექტრონავტი XII / Electronaut XII
"ელექტრონავტი XII"-ის მეგობარია თიბისი Z, რომელიც თაობა Z-ის უპირობო მხარდამჭერია. ყველა სფერო, რომლითაც ამ თაობის წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი, თიბისი Z-ისთვისაც პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, არც მუსიკაა გამონაკლისი. თიბისი Z-ს სურს, რომ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს თავიანთი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში. ამიტომაც "ელექტრონავტი XII"-ის წლევანდელი წლის განსაკუთრებულ კატეგორიაში "Z არტისტი" თიბისი Z, ფულადი პრიზით, 3000 ლარით დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.
საჯარო ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე არის შესაძლებელი ინტერნეტ გვერდზე www.electronauts.ge.
საბოლოო ნომინანტების სია 10 დეკემბერს გახდება ცნობილი. არსებული ნომინანტები
საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით შეირჩევიან. გამარჯვებულები კი გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, "ქართული ფილმის" დარბაზში, 11 დეკემბერს.
საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები