ნიდერლანდების ელჩის ვიზიტი თეგეტა თრაქ ენდ ბასში
ფოტო: თეგეტა
თეგეტა თრაქ ენდ ბასმა ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა. მააიკე ვან კოლდამმა პირველი ავტომექანიკოსი ქალები მოინახულა, რომლებიც თეგეტამ პროექტის პროფესიას არ აქვს გენდერი ფარგლებში მოამზადა, ორგანიზაცია მოძრაობა ცვლილებისთვის მონაწილეობით.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვისცენტრი დაათვალიერებინეს. ელჩმა ქალების მიერ სატვირთოს შეკეთების პროცესი შეაფასა, წარმატება უსურვა და თეგეტასთან და მოძრაობა ცვლილებისთვის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"თეგეტაში აქტიურად ვმუშაობთ ქალების გაძლიერების მიმართულებით. სიამოვნებით დავთანხმდით ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერილ პროექტს — პროფესიას არ აქვს გენდერი. მოხარულები ვართ, რომ თეგეტა თრაქ ენდ ბასი პირველია საქართველოში, ვინც შეძლო ქალები სატვირთო მექანიკოსებად მოემზადებინა. აღსანიშნავია, რომ ისინი ყოველდღიური საქმიანობით ანგრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ყველა პროფესიაში, სადაც მოისურვებენ", — ირაკლი პაპიაშვილი, თეგეტა მოტორსის სატვირთო, ავტობუსების და მძიმე ტექნიკის მიმართულების დირექტორი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეგეტა თრაქ ენდ ბასი ქალებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც როგორც წესი, მამაკაცების პროფესიებად მიიჩნევა. ჩემი დღევანდელი ვიზიტის მიზანი, სწორედ იმ მნიშვნელოვანი პროექტის შეფასებაა, რომლის ფარგლებში ქალები სატვირთოს მექანიკოსობას სწავლობენ. დღეს ჩემი თვალით ვნახე, რა კარგად შეუძლიათ ქალებს იმუშაონ ამ მიმართულებაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალს ზუსტად იმავე საქმის კეთება შეუძლია, რაც — კაცს", — მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
კამპანიის პროფესიას არ აქვს გენდერი ფარგლებში ქალებმა თეგეტა აკადემიაში სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგის თეორიული კურსი უკვე წარმატებით დაასრულეს. ისინი ახლა თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვისცენტრში პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სამი ქალი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდება.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თრაქ ენდ ბასი 2006 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ტრანსპორტის სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. თრაქ ენდ ბასი სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები