კახა კალაძე

8 Dec. 2021, 15:57

თქვენ ხართ ის ხალხი, იმ გუნდის [ნაციონალური მოძრაობის] წარმომადგენლები, რომლებიც 9 წლის მანძილზე მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა რაღაც ვირტუალური საქართველო, თითოს ქვეყნაში ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი დალაგებული, ბედნიერი ადამიანები და თურმე არავინ არაფერი იცოდა [იმაზე], თუ რა ხდებოდა ციხეებში, რა ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ქონებების წართმევებით, ჩამორთმევებით, ადამიანების მკვლელობებით, გაუბედურებებით.

თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებებით გადიოდნენ პოლიტიკიდან, ამ ფულს კი ისეთი ტრაგედიის ხარჯზეც კი შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოიდგენთ, რომელსაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოპარა — მაშინ სხვა გადმოსახედიდან ვუყურებდიო თბილისსო, ახლა კი ქუჩიდან ცდილობს დესტრუქციის შემოტანას და რევოლუციაზე ოცნებებს, რათა ისევ გაძარცვოს თბილისელები. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოთი დამტკიცებული ფაქტებია და არა უბრალოდ პოლიტიკური განაცხადი.

დღეს მეგის ქარდავას და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. აი ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელადს, სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის, ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ არა ათასობით მის ციხეში ნაწამები ადამიანი, არამედ თავად თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს. აი ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის. აი, ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან, ვიყოთ იდეალურები. მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ ამაზე — დიახ, ჩვენ, შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
  3. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
  4. ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
  5. ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…