თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია "ტურიზმი აღდგენის გზაზე" გამოაქვეყნა
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა.
პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა საერთაშორისო ვიზიტების აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთან შედარებით, შემოსავლები 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა ყველაზე დაბალია რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე მაღალი კი — უკრაინიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.
პანდემიამ გავლენა იქონია ტურისტების ქცევაზე: გაჩნდა უფრო ხანგრძლივი დროით მოგზაურობის ტენდენცია. ვიზიტებთან შედარებით შემოსავლების უფრო მეტად აღდგენის ერთ-ერთი ახსნა სწორედ ეს არის.
ტურიზმის სექტორში სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა: ტურისტები მცირე ჯგუფებად მოგზაურობენ და თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს; იზრდება სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება; იზრდება სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელობა.
შიდა ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის აღდგენაში. 2021 წლის მეორე კვარტალში, შიდა ტურიზმი 27%-ით გაიზარდა. სასტუმროებში, რეზიდენტების ხარჯვის თვალსაზრისით, რეგიონებიდან აჭარა და კახეთი ლიდერობენ.
რეპორტში წარმოდგენილი სამომავლო პროგნოზების თანახმად, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტებით მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით 80%-ით, დატვირთულობა 80%-ით, საშუალო დღიური ფასი კი 90%-ით აღდგება. შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პუბლიკაციაში ტურისტულ სექტორში დასაქმების საკითხი განხილულია როგორც სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პანდემიის გავლენის შედეგად, 2020 წელს ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობა 28%-ით, განთავსების საშუალებების სექტორში კი 41%-ით შემცირდა. სამუშაო ადგილების მასიურმა დაკარგვამ და არაპროგნოზირებადმა გარემომ, სექტორის მიმართ უნდობლობა გააჩინა. ინდუსტრიიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ სხვა დარგებში გადაინაცვლა. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, სასტუმროების 88%-ს კადრის მოსაზიდად სახელფასო დიაპაზონის გაზრდა უწევს. თუმცა, ადამიანური რესურსი ისევ მთავარ გამოწვევად რჩება.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დასაქმებულთა დეფიციტის მთავარი მიზეზები განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ტურიზმის სექტორის არასტაბილურობა და დაბალი ანაზღაურებაა. განათლების მომწოდებლებთან სუსტი თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საგანმანათლებლო პროგრამები სახელდება, რომლებიც არაა თანხვედრაში ბიზნესსექტორის საჭიროებებთან.
თიბისი კაპიტალმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციებიც გააზიარა, რომელთა თანახმადაც, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორს შორის გასაძლიერებელია თანამშრომლობა. ამასთანავე, გასაუმჯობესებელია პროფესიული სასწავლებლების იმიჯი, რაშიც სასკოლო ასაკში პროფესიული ორიენტაციის განვითარება დადებით როლს ითამაშებს.
ტურიზმის სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის განახლებულ კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები