10 რამ, რაც შენთვის ნაცნობი იქნება, თუ საახალწლოდ საყიდლებზე მიდიხარ
დეკემბერი დადგაო და ცამ შეიძლება ფერი არ იცვალა, მაგრამ დანარჩენ ყველაფერს გოზინაყისფერი დაჰკრავს, ნაძვის ხის სათამაშოების ციალი დასთამაშებს და ის დრო დგება, როდესაც უნდა გადახედო ოჯახის და მეგობრების სიას და საჩუქრების შერჩევაც დაიწყო.
ამ სტატიაში შევკრიბეთ 10 რამ, რაც შენთვის ნაცნობი იქნება, თუ საახალწლოდ საჩუქრების საყიდლებზე ერთხელ მაინც წასულხარ.
10. როდესაც უსასრულო რიგებია და შენ ყველაზე ბრაზობ, რატომ გაახსენდათ შოპინგი ბოლო წუთს
თუმცა მერე ხვდები, რომ შენც ბოლო წუთს შოპინგობ.
9. როცა მერაია ქერის მხოლოდ შენ უნდიხარ საჩუქრად ამ ახალ წელს და ბოლო ხმაზე მღერის
თან ყველგან: მოლშიც, კაფეშიც, აფთიაქშიც, ლიფტშიც კი!
8. როდესაც მთელი დღე დადიხარ მაღაზიიდან მაღაზიაში, ბოლოს დაინახავ სასურველ ნივთს თან კარგი ფასდაკლებით და... ცხვირწინ აგაცლიან
კონსულტანტი მხრებს იჩეჩავს: "მარაგში მეტი არ გვაქვს. სხვა ფერი, სხვა ზომა და საერთოდაც, სხვა ნივთი არ გაწყობთ?"
7. როცა შეყვარებულისთვის ძვირიანი საჩუქრის ყიდვას გეგმავ და სალაროსთან გახსენდება, რომ წინა წელს თვითონ კენჭი გაჩუქა ბათუმის პლაჟიდან
არადა, რამდენჯერ გააზიარე სთორიში, რომ ახალ თხილამურებზე ოცნებობ.
6. როცა კონსულტანტი დაგყვება, რომ დაგეხმაროს, მერე კი, როცა მართლა გჭირდება დახმარება, ვეღარსად პოულობ
როგორც ჩანს, ახლა ვიღაც სხვას დაჰყვება, სხვა მყიდველში გაგცვალა.
5. როცა ყველაზე მოკლე რიგში დადექი, მაგრამ მაინც ყველაზე დიდხანს შენ დგახარ
გვერდით გრძელი რიგები უკვე სამ-სამჯერ გაილია. ეს უსამართლობა ნამდვილად არაფრით დაგიმსახურებია!
4. როცა სამსახურში საიდუმლო სანტასთვის ბევრი ფიქრის მერე სასმელის ყიდვას გადაწყვეტ, მაგრამ სახლში მისვლისთანავე ბოთლს ხსნი, სვამ და თანამშრომელს იმ კენჭს ჩუქნი, შეყვარებულმა წინა წელს რომ გაჩუქა
"ამ კენჭის დანახვისას სულ შენ და შენი გადაცილებული დედლაინები მახსენდება, რომლებიც გულზე ლოდად მაწევს. სიყვარულით, შენი სანტა."
3. როცა მეგობართან ერთად შოპინგობ, ერთი წამით გაიხედავ გვერდზე და ის სადღაც ქრება
რომელ რიგში გაუჩინარდა?!
2. როცა გადაწყვეტილი გქონდა, რომ შოპინგის ბოლოს ისადილებდი, ჯერ პირველ მაღაზიაში ხარ და უკვე ძალიან გშია
მგონი მაინც სჯობს ჯერ ჭამა, მერე — საჩუქრები. ჯერ თავო და თავოო, მერე საახალწლო საჩუქრებოო.
1. როცა მთელი ბიუჯეტი დახარჯე და გაგახსენდა, რომ ბათუმის კენჭის მიუხედავად, მაინც გინდა, შენს შეყვარებულს ახალი წლის საჩუქარი გაუკეთო
მას კი ყველაზე მეტად თხილამურებით სრიალი უყვარს. საუკეთესო საჩუქარი ვიქენდზე გუდაურში ასვლა და სრიალი იქნებოდა, თან შენთვისაც იყიდდი იმ თხილამურებს, მინიშნებების სახით რომ სთორავდი, თუმცა ვერავინ მიხვდა. მაგრამ ანგარიშზე თანხა რომ აღარ გაქვს?
ამ ურთიერთობას (და შენს ბიუჯეტს დეკემბერში) მხოლოდ რე|ბანკის ტოპ|ქარდი თუ გადაარჩენს: შეგიძლია ონლაინ შეუკვეთო, ყოველგვარი გაცემის ან მომსახურების საკომისიოს გარეშე და ნებისმიერ ადგილას გამოიყენო: ონლაინ, სასტუმროებში, მაღაზიებში და ა.შ. თანხა სამ ნაწილად გაიყოფა და მომდევნო სამ თვეზე გადანაწილდება. პარტნიორი ობიექტების შემთხვევაში შესძლებელია 6 ან 12 თვეზე გადანაწილებაც.
ფოტო: ReBank Facebook Page
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ხარჯებს ანაწილებს ისე, რომ ზედმეტ ერთ თეთრსაც არ იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0%-ია. მაგალითად, ზუმერისა და ელიტ ელექტრონიქსის ქსელში ან მათ ონლაინ მაღაზიებში ტოპ|ქარდით შოპინგისას ეფექტური 0%-ია, თუკი 6 თვეზე თანაბრად გადაანაწილებთ დანახარჯს. სხვა ბრენდების ნახვა კი რე|ბანკის ვებგვერდზე შეგიძლიათ.
ტოპ|ქარდზე განვადების ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ გიმტკიცდებათ მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად შეგიძლიათ, ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ გიწევთ.
რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები