ჩინეთში წყვილმა გატაცებული შვილი 14-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა
ჩინელი წყვილის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, როდესაც 2007 წელს მათი 4 წლის შვილი გაიტაცეს. სან ჰეიენგმა და პენგ სუიონგმა 14-წლიანი ძებნის შემდეგ დაკარგული შვილი იპოვეს. მშობლებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ და ნანატრი შვილი გულში ჩაიკრეს.
შვილის მოსაძებნად წყვილმა ქონების დიდი ნაწილი გაყიდა. ინფორმაციის მოსაპოვებლად მათ $31 ათასის ოდენობის ჯილდოც კი დააწესეს. მამამ ბავშვის საპოვნელად ჩინეთის თითქმის ყველა რეგიონი შემოიარა. ამ საოცარი ისტორიის მიხედვით 2014 წელს ფილმი Dearest გადაიღეს.
პოლიციამ ბიჭის მოსაძებნად სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენა. თავდაპირველად მის სავარაუდო გამტაცებელს მიაგნეს, რომელმაც საბოლოოდ წყვილი დაკარგულ შვილამდე მიიყვანა. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ 18 წლის სანი ნამდვილად წყვილის შვილია.
გულისამაჩუყებელი ისტორიის მიუხედავად, ახლა უკვე 18 წლის სანი აცხადებს, რომ მშვილებლებთან დარჩენას აპირებს, რადგან ისინი მას 14 წლის განმავლობაში ღვიძლი შვილივით ზრდიდნენ. სანის თქმით, რადგანაც სიმართლე წლების განმავლობაში არ იცოდა, არაბიოლოგიური მშობლები მაინც უყვარს.
ეს ჩინეთში ბავშვის გატაცების ერთადერთი ისტორია როდია. გარკვეული დროის განმავლობაში ჩინეთში მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვითაც ოჯახებს ერთზე მეტი შვილის ყოლა ეკრძალებოდათ. მშობლებს ერჩივნათ, მათი ერთადერთი შვილი ბიჭი ყოფილიყო, რის გამოც წლების განმავლობაში პატარა ბიჭებს ძალიან ხშირად იტაცებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ისტორია ჩინელ გუო განგტანგსაც გადახდა, რომელიც გატაცებულ შვილს 24 წლის განმავლობაში ეძებდა. შვილის მოსაძებნად ახლა უკვე 51 წლის გუომ თითქმის მთელი ჩინეთი შემოიარა. ის ინფორმაციის შეგროვებას ნებისმიერი ხერხით ცდილობდა და უცნობებს დაკარგული შვილის ფოტოს უჩვენებდა. რამდენჯერმე საგზაო შემთხვევაში მოხვდა, ხიდის ქვეშაც ხშირად ეძინა, როცა სასტუმროში დასარჩენად ფული გამოელია. მამამ მოგზაურობისას 10 მოტოციკლი გამოიცვალა და 480 000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი


კომენტარები