მაკდონალდს საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდს საქართველო უკვე 22 წელია საქართველოში მომსახურების სფეროსა და ბიზნეს სექტორში ახალ სტანდარტებს აწესებს. ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით იგი მუდმივად იღებს პრესტიჟულ გლობალურ ჯილდოებსა და აღიარებას. ოქროს თაღის ჯილდო, ჯილდო სამუშაო სტანდარტების გაძლიერებისთვის, რეი კროკის სახელობის ჯილდო მენეჯერებისთვის — ეს ნაწილია იმ საერთაშორისო პრემიებისა, რომლებსაც ბოლო დროს მაკდონალდს საქართველოს ხვდა წილად.
ფრედ ლ. ტერნერის სახელობის ოქროს თაღის ჯილდო
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
"ფრედ ლ. ტერნერის სახელობის პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზების მხოლოდ 1%-ს ერგო წილად. ვაფასებთ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი სისტემის განვითარებაში. ეს წვლილი კი, თავის მხრივ, გულისხმობს თქვენს აქტიურ როლს ბიზნესში და, ასევე, თქვენს ენთუზიაზმს მაკდონალდსის ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ჩვენი ბრენდი აქტიურად ოპერირებს", — ეს მაკდონალდსის პრეზიდენტის, იან ბორდენის მიერ მაკდონალდს საქართველოს მენეჯმენტისადმი გაგზავნილი წერილის ამონარიდია. წერილში იგი კომპანიას ჯილდოს მიღებას ულოცავს.
პრესტიჟული ჯილდო მაკდონალდს საქართველოს, როგორც მსოფლიო მასშტაბით სამაგალითო ფრენჩაიზს, ქსელის ეფექტიანი ოპერირებისთვის, ზრდაზე ორიენტირებული, ლიდერული მიდგომების, საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი სწრაფვისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ოქროს თაღის ჯილდო ევროპის განყოფილებაში მხოლოდ მაკდონალდს საქართველოს ერგო.
გლობალური აღიარება სამუშაო სტანდარტების გაძლიერებისთვის
მაკდონალდს საქართველოს გლობალური აღიარების კიდევ ერთი ნიშანი მის მიერ გაძლიერებული სამუშაო სტანდარტებია. კომპანიამ ახლახან სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაძლიერებული სტანდარტები დანერგა და შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიცირებაც გაიარა, რითაც მაკდონალდსის ქსელში, ევროპის განყოფილებაში, რიგით მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნული სტანდარტები ყველაზე სწრაფად შემოიღო.
მაკდონალდსმა მსოფლიო ექსპერტებთან ერთად მასშტაბური კვლევა ჩაატარა და ბრენდის სტანდარტები შეიმუშავა, რომლებიც მას უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებაში ეხმარება. აღნიშნული სტანდარტები მსოფლიოს გარშემო მაკდონალდსის რესტორნებში ინერგება, მაკდონალდს საქართველო კი, ამ სტანდარტების დანერგვის სისწრაფის თვალსაზრისით მოწინავე ადგილს იკავებს.
რეი კროკის სახელობის ჯილდო მენეჯერებისთვის
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
კომპანიის მიერ დანერგილი ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შედეგია კიდევ ერთი გლობალური აღიარება, რომელიც მაკდონალდს საქართველომ მოიპოვა. ეს რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდოა. იგი მაკდონალდსის რესტორნების იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტიან და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.
ამ ჯილდოს გამარჯვებულები ზედიზედ რამდენჯერმე საქართველოს მაკდონალდსის რესტორნების დირექტორები ხდებიან. მათ შორის, 28 წლის ბესო მეფარიძემ, ვაკის რესტორნის დირექტორმა, რომელმაც მაკდონალდსში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, წელს ეს ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. მაკდონალდს საქართველოს რესტორნების დირექტორთათვის კი ეს რეი კროკის რიგით მეოთხე ჯილდოა.
მაკდონალდს საქართველო აგრძელებს სამუშაო სივრცეში მაღალი სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომების განმტკიცებას.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები