ბარიატრიული ქირურგია დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში — ჭარბწონიანობის დამარცხების ეფექტიანი გზა
ფოტო: ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
ჭარბწონიანობას ხშირად 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევადაც მოიაზრებენ. დღეს ეს პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 25% აწუხებს, აქედან 10%-ის შემთხვევაში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომატებული წონა უკვე დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას საჭიროებს.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჭარბწონიანობაზე, არ ვგულისხმობთ რამდენიმე დღეში მომატებული წონის დაკლებას ან სარკეში შემჩნეული არასასურველი ფორმის მცირედ კორექტირებას.
"მორბიდული სიმსუქნე — სწორედ ასე ეწოდება სამედიცინო ენაზე ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც მასის ინდექსის მნიშვნელოვანი დარღვევითაა (35 და მეტი) გამოწვეული. ჭარბწონიანობის განვითარების წინაპირობა, რაღა თქმა უნდა, უამრავია და ამ ჩამონათვალს თანამედროვე ცხოვრების რიტმი კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის: სამსახური, სადაც მუდმივად ერთ ადგილას ჯდომა გიწევთ, დროის სიმცირის გამო საჭმლის სწრაფი კვების ობიექტებში მირთმევა, მედიკამენტები, გენეტიკა და ა.შ. რამდენადაც მოცულობითია გამომწვევი მიზეზების სია, იმდენად დიდია შემდგომში ჭარბწონიანობით პროვოცირებული ჯანმრთელობის პრობლემებისა და დაავადებების რაოდენობაც: ცხოვრების ხარისხის გაუარესებას ემატება შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი და ა.შ.", — გვიყვება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი და ზოგადი ქირურგი, ქეთევან ქვრივიშვილი.
მსგავსი პრობლემების არიდების გზები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გათავისუფლდნენ მომატებული კილოგრამებისგან. სწორედ ასეთ მომენტში, როდესაც უკვე უიმედობის განცდაც კი გვიპყრობს, დრო დგება, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზას — ბარიატრიულ ქირურგიას მივმართოთ.
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ის ადგილია, სადაც ექიმები ყურადღებით მოისმენენ თქვენს პრობლემას და ბარიატრიული ოპერაციის თქვენზე მორგებულ მეთოდსაც შემოგთავაზებენ. მაღალკვალიფიციური პერსონალი, უახლესი აპარატურა, თანამედროვე მიდგომები, მრავალწლიანი გამოცდილება და მისაღები ფასები — სწორედ ეს გახლავთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის უპირატესობა.
ლაპარასკოპიული, ანუ უსისხლო მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტებს არ აქვთ ნაწიბური, რამდენიმე დღეშივე უბრუნდებიან ყოველდღიურობას, უფრო სწორად კი იწყებენ ახალ ცხოვრებას: მალევე იწყება წონის კლების პროცესი, რომელიც 6-18 თვის განმავლობაში გრძელდება. ამ პერიოდში ქრება ჭარბი წონის დაახლოებით 80%. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წონის კლება მიმდინარეობს ზედმეტი შეზღუდვების გარეშე, პაციენტს შეუძლია მიირთვას მისთვის საყვარელი კერძებიც, უბრალოდ იცვლება ერთი გადამწყვეტი დეტალი: ულუფის ზომა.
ფოტო: ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
იმის მიუხედავად, რომ რიგ შემთხვევებში ბარიატრიულ ოპერაციას ესთეტიკურ ქირურგიად მოიაზრებენ, ქეთევან ქვრივიშვილის თქმით, მსგავსი ქირურგიული ჩარევების მთავარი მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელება და ზოგჯერ არსებული, მაგრამ არ გამოვლენილი დაავადებების თავიდან არიდებაა.
"ოპერაციის შემდეგ თითქოს თავიდან დავიბადე, აღარ ვეძებ სახლში დარჩენის მიზეზებს. არასდროს ვყოფილვარ ისეთი აქტიური და ხალისიანი, როგორც ახლა. ალბათ, ამიტომაც მინდა, რომ მსგავსი პრობლემის მქონე რიგით გამვლელებსაც კი გავუზიარო ჩემი გამოცდილება, ვუთხრა, რომ არსებობს ჭარბწონიანობის დამარცხების ეფექტიანი გზა, რათა მათაც ჩემსავით იგრძნონ, რას ნიშნავს ცხოვრების თავიდან დაწყება", — ამბობს ტატიშვილის კლინიკის უკვე ყოფილი პაციენტი, ნინუცა კალანდარიშვილი.
თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, რომელიც მრავალი უშედეგო დიეტის მიუხედავად, დისკომფორტს გიქმნით ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასურველია მიმართოთ ბარიატრ ქირურგს, რომელიც პროფესიონალურად განსაზღვრავს თქვენი მკურნალობის ტაქტიკას.
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ ბარიატრი ქირურგის უფასო კონსულტაციას, დანიშნულ ანალიზებზე კი 20% ფასდაკლებას. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის 4k ლაპაროსკოპიული აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებითა და ექიმთა გუნდით.
დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ნომერზე: 592201551, საბურთალოს ფილიალი (მარიჯანის ქუჩა 2ბ.)
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები