სამწუხაროდ, ოლსენი ვერ შეხვდა კალაძეს, იმედია, მომავალში ამ შეხვედრის შანსი იქნება — დეგნანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, ერიკა ოლსენი საქართველოში ყოფნის დროს კახა კალაძეს ვერ შეხვდა, თუმცა იმედოვნებს მათი შეხვედრის შანსი მომავალში იქნება.
"მე ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა მისი სიტყვები, თუმცა მე დავამატებ, რომ როდესაც სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში კავკასიის ტურზე, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს. იმედი მაქვს, მომდევნო ჩამოსვლაზე ის მოახერხებს, ისინი შეძლებენ შეხვედრას და განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მოგეხსენებათ, საელჩოს აქვს კარგი თანამშრომლობა თბილისის მერიასთან, გვაქვს საინტერესო პროექტები და იმედია, მომავალში ამ შეხვედრის შანსი იქნება", — განაცხადა ელჩმა.
"თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?" — ასე უპასუხამ კალაძე ოლსონის კრიტიკული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას. მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ ოლსონი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია, კალაძემ განაცხადა:
"თანაშემწე და იმის მოადგილე კიდე? არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო".
კალაძის განცხადებას გამოეხმაურა იან კელი, რომელმაც ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა:
"საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით. ვფიქრობ, თვით კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას".
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერები არაერთი განცხადება გააკეთეს, სადაც ღიად აკრიტიკებენ, მათ შორის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს. ხელისუფლების წევრები ხშირად ამბობენ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს "ვიღაც ევროპარლამენტარი ბრძნული სახით". მმართველი პარტიის ლიდერები იმ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ, ნაციონალური მოძრაობის მეგობართა კლუბის წევრებს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი კრიტიკული შეფასებების სანაცვლოდ "ფულს იღებენ".
აღსანიშნავია, რომ დასავლელი პარტნიორებისგან ხმაურიანი განცხადებები გამოიწვია თავად კალაძის მიმართვამ ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდისადმი. უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კალიულაიდმა თქვა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არ არიან, რის საპასუხოდაც კალაძემ განაცხადა რომ ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. კითხვას, აფუჭებს თუ არა ასეთი განცხადებები ესტონეთთან ურთიერთობებს, ასე უპასუხა:
"ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა. აუცილებლად დაუსვით ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები