ტიკარაძის თქმით, გადადგომა თავად გადაწყვიტა და ამაზე დიდი ხანი ფიქრობდა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით თავად მიიღო და ამაზე დიდი ხანი ფიქრობდა. მისი თქმით, დაპირისპირების ძებნის საფუძველი არ არსებობს და როდესაც ადამიანი დიდი ხანი არის ერთ თანამდებობაზე, საჭიროა გარკვეული ცვლილებები დარგის განვითარებისთვის.
"იმის არანაირი საფუძველი არ არის, რომ ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება. მსგავსი არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, მედია და საზოგადოება შეიძლება იყოს მშვიდად.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამასთან დაკავშირებით, მე ვიღებ სრულიად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი, ვინაიდან, ზოგადად, ვთვლი, რომ როდესაც ადამიანი სამი წელია არის ერთ ადგილზე, მნიშვნელოვანია ამ დარგის და ადგილის განვითარებისთვის გარკვეული ცვლილებები მოხდეს. თუმცა, გამომდინარე პანდემიიდან ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების შუაში მიტოვება, მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, ახალი წლიდან ახალი მინისტრი გააგრძელებს ამ პოსტზე მუშაობას, რადგან მნიშვნელოვანი ჰგონია, ახალი წელი დაიწყოს ახალი ხედვით.
"ახალი წლიდან ახალი მინისტრი გააგრძელებს ამ პოსტზე მუშაობას. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი არის ახალი წელი დაიწყოს ახალი ხედვით და ახალი ბიუჯეტი მართოს იმ ადამიანმა, რომელიც შემდეგ უკვე მართავს, როგორც პანდემიას, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დანარჩენ მიმართულებას და მნიშვნელოვანი არის, რომ მას ჰქონდეს სრული თავისუფლება ამ გადაწყვეტილებებში", — განაცხადა მან.
ტიკარაძე არ ადასტურებს ღარიბაშვილთან დაპირისპირებას. მისი თქმით, არ შეიძლება, პროფესიული საქმიანობისას დაფიქსირებული აზრი "გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი".
"პასუხი არის მხოლოდ ერთი — დაპირისპირება ჩვენს შორის არ ყოფილა. ჩვენ ერთად ისევ ვიქნებით პოლიტსაბჭოში, ასევე, გვექნება თანამშრომლური ურთიერთობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალშიც", — განაცხადა მან.
როგორც ტიკარაძე ამბობს, ახალი მინისტრის ვინაობაზე ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ პრემიერი "შესაფერის კანდიდატურას წარადგენს". მისი თქმით, მომავალ კოლეგას მხარში დაუდგება.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 11 დეკემბერს გადადგა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უფრო ზუსტად, ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ სწორად მიიჩნია საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.
12 დეკემბერს, მისმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ტიკარაძე თანამდებობაზე წლის ბოლომდე იქნება. მანვე აღნიშნა, რომ გადადგომაზე არ იცოდა, თუ ის გადადგომას აპირებდა.
ეკატერინე ტიკარაძისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე მედია რამდენიმე დღე აქტიურად საუბრობდა. ამბობდნენ, რომ დაპირისპირება კორონავირუსის მართვაზე განსხვავებულმა ხედვებმა გამოწივია. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუმცა ის პასუხს თავს ირიდებდა. გარდა ამისა, მინისტრს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა დაპირისპირების და კამათის მიზეზი მწვანე პასპორტების საკითხი, რაზეც ის ამბობდა, რომ არა დაპირისპირება, არამედ განხილვა ჰქონდათ.
ტიკარაძემ რამდენჯერმე თქვა ისიც, რომ არ ემხრობოდა მთავრობის დაწესებულ უვადო მწვანე პასპორტის იდეას და როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, ვირუსის მართვის უფრო მკაცრი ზომების მომხრე იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები