არათუ დაპირისპირება, არამედ ასეთი მყარი ურთიერთობა გუნდის შიგნით არ ყოფილა — მდინარაძე
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის შიგნით შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ მათი გუნდი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. ამასთან, ის პრემიერიმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანანმდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"არათუ დაპირისპირება გუნდის შიგნით, არამედ, პირიქით, ასეთი მყარი ბოლო წლების განმავლობაში გუნდის შიგნით ლიდერების ურთიერთობა ნამდვილად არ ყოფილა. რაც ილაპარაკა მის განცხადებაში [ეკატერინე ტიკარაძემ] და მერე ჩართვაც ჰქონდა, ერთი-ერთში იგივე მიზეზებზე საუბრობდა ამ ხნის განმავლობაში. ის ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ურთულეს პერიოდში, წნეხი, ტვირთი ჯანდაცვის სფეროზე. ურთულესია, ძალიან დამღლელია და საპასუხისმგებლოა და ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რესურსი, რომლის შემდეგ ფიქრობს, რომ მან რაც შეეძლო გააკეთა და ახლა უნდა წავიდეს და სხვამ გააგრძელოს. დაახლოებით ეს ვორდინგი ჰქონდა", — განაცხადა მდინარაძემ წინანდალში, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 11 დეკემბერს გადადგა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უფრო ზუსტად, ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ სწორად მიიჩნია საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.
12 დეკემბერს, მისმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ტიკარაძე თანამდებობაზე წლის ბოლომდე იქნება. მანვე აღნიშნა, რომ გადადგომაზე არ იცოდა, თუ ის გადადგომას აპირებდა.
ეკატერინე ტიკარაძისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე მედია რამდენიმე დღე აქტიურად საუბრობდა. ამბობდნენ, რომ დაპირისპირება კორონავირუსის მართვაზე განსხვავებულმა ხედვებმა გამოწივია. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუმცა ის პასუხს თავს ირიდებდა. გარდა ამისა, მინისტრს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა დაპირისპირების და კამათის მიზეზი მწვანე პასპორტების საკითხი, რაზეც ის ამბობდა, რომ არა დაპირისპირება, არამედ განხილვა ჰქონდათ.
ტიკარაძემ რამდენჯერმე თქვა ისიც, რომ არ ემხრობოდა მთავრობის დაწესებულ უვადო მწვანე პასპორტის იდეას და როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, ვირუსის მართვის უფრო მკაცრი ზომების მომხრე იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები