ზალკალიანი: ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რაც მოჰყვა რუსეთის განცხადებას ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, კმაყოფილია იმ რეაქციით, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა დასავლეთში. საუბარია სერგეი ლავროვის უწყების 11 დეკემბერს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი მოითხოვს საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის დაპირება.
"ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ევროპელი და NATO-ელი პარტნიორების მხრიდან, ასევე აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. თქვენ იხილეთ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება. ეს ასეა.
თუკი იმ შეთანხმების, რაც არის დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებზე, გადახედვა მოხდა, მთლიანად ჩამოინგრევა საერთო ევროპული, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა. ეს არის, რასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს და ამას უნდა დაუპირისპირდეს ერთიანი პოზიცია ჩვენი NATO-ელი და ევროპელი პარტნიორების, რასაც აკეთებენ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც მოჰყვა იმ განცხადებებს ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან", — განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს წესდების მე-19 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, თუ ის ყველა დაწესებულ კრიტერიუმს შეასრულებს და თავად NATO-ს შიგნითაც იქნება კონსენსუსი გაწევრებაზე. ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებების მიუხედავად, საქართველოს უნდა ჰქონდეს მწყობრი და თანმიმდევრული ნაბიჯები NATO-ში ინტეგრაციისკენ და უნდა დაველოდოთ "პოლიტიკურ მომენტს".
"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შიგნით პოლიტიკური კონსენსუსი არ შემდგარა, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის, ამას ჩენ არ უნდა მოგვადუნოს და პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ის მწყობრი ნაბიჯები, რეფომები ყველა მიმართულებით — თავდაცვის, უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით, რომ ვიყოთ მზად მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური მომენტი დადგება", — განაცხადა დავით ზალკლაინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები არის გაკრიტიკებული.
საპასუხოდ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ტვიტერზე დაწერა, რომ ალიანსი რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული. რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპანტის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მიუღებელს უწოდებს. უწყებაში აცხადებენ, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.
გაიგე მეტი:
- ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება — ზალკალიანი რუსეთის საგარეოს მოთხოვნაზე
- დროა გმობს რუსეთის განცხადებას და შემაშფოთებელ რევიზიონისტულ ნაბიჯად მიიჩნევს
- რუსეთმა კიდევ უფრო მეტი მოითხოვა, აღარანაირი დათმობები — ლინკევიჩი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე
- რუსეთი გადავიდა აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე — სამადაშვილი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები