სუპერძალა ზრუნვაშია — სუპერგმირი და თეგეტა ჰოლდინგი დამეგობრდნენ
ფოტო: თეგეტა / სუპერგმირი
იცოდით, რომ სუპერგმირობას ორმაგი ეფექტი აქვს?! — ერთი, როდესაც სიკეთეს გასცემ და მეორე, როდესაც ზრუნვისგან მიღებული სიამოვნება ბედნიერებას თავად განიჭებთ. სხვანაირად ვერც იქნება, როდესაც იცი რომ 9 წლის მათეს, პატარა მარიამს ან ლიზას საოცნებო ნატვრას აუსრულებ. ბავშვების გასაცნობად 2020 წელს სოციალური საქველმოქმედო პლატფორმა — www.supergmiri.ge შეიქმნა და ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ სოციალურად დაუცველ და სიდუხჭირეში მცხოვრებ ბავშვებს ყოველდღიურობა გაუფერადონ, პირდაპირი მნიშვნელობით სუპერგმირებად აქცევს.
"ჩვენ დავდივართ მთელ საქართველოში და ვეძებთ ბავშვებს, ვისაც სუპერგმირებთან მეგობრობა უნდათ. ვისმენთ მათ ისტორიებს, ვუღებთ ფოტოებს და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მათ ხმას სუპერგმირებს ვაწვდენთ. სუპერგმირს ყოველთვიური ამანათის გაგზავნის გარდა, ასევე შეუძლია ბავშვის მეგობარი/მენტორი გახდეს, პერიოდულად გაატაროს მასთან ერთად დრო, გაუზიაროს გამოცდილება, დაეხმაროს ინტერესების გაღვივებასა და მიზნების მიღწევაში, ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები", — გვიყვება სუპერგმირის პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი.
ბენეფიციარის პლატფორმაზე განთავსებისთანავე წამზომი ირთვება. ყველა ბავშვი დღეებს ითვლის, სანამ მის ცხოვრებაში ნამდვილი სუპერგმირი გამოჩნდება. პლატფორმაზე წაიკითხავთ პატარების, სურვილების, მიზნების და ოცნებების შესახებ. ინტერესთა კვეთის შემთხვევაში სუპერგმირი თავად ირჩევს ბენეფიციარს და მეგობრობაც იწყება.
"თვეში ერთხელ ბავშვებს ვუგზავნით სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც მოთავსებულია როგორც საკვები, ასევე ასაკის, ინტერესებისა და სურვილების შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვადასხვა ნივთები. შესაძლებელია თანხა მეგობრებმაც გაინაწილონ და რამდენიმე ადამიანმა გააერთიანოს ძალები", — ამბობს სუპერგმირის პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი.
271 ბავშვს პირადი სუპერგმირი უკვე ჰყავს. თუმცა მოლოდინის რეჟიმში კიდევ ბევრი პატარაა. მათ აღმოჩენაში ახლა პლატფორმა tegeta.care დაგეხმარებათ. ზრუნვისა და მხარდაჭერის სურვილით, სუპერგმირი და თეგეტა ჰოლდინგი თანამოაზრეები აღმოჩნდნენ, ერთად გადაწყვიტეს, რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური უნდა გახდეს.
"თეგეტასტან ურთიერთობა სულ ახლახან დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც ზრუნვის პლატფორმა ამოქმედდა. რადგან თეგეტა მსხვილი კომპანიაა და სოციალური მიმართულებით ძალიან დიდი სიტყვა ეთქმის — სუპერგმირისთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. თეგეტას გუნდის წევრები ასევე პოტენციური სუპერგმირები არიან და ყველა მონაწილე პირი, ვინც ზრუნვის ფარგლებში კონკრეტულ დონაციას გაიღებს შესაძლოა მუდმივ სუპერგმირად მოგვევლინოს", — ამბობს სუპერგმირის დამფუძნებელი, მარიტა გენებაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები