ჰარი პოტერის პირველი გამოცემის ეგზემპლარი აუქციონზე $471 ათასად გაიყიდა
ფოტო: Peter Nicholls / REUTERS
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის პირველი გამოცემის ეგზემპლარი აუქციონზე $471 ათასად გაიყიდა. Heritage Auctions-ზე გაყიდული წიგნი ერთ-ერთია იმ 500 მაგარყდიანი ეგზემპლარიდან, რომელიც 1997 წელს დაიბეჭდა გაერთიანებულ სამეფოში.
აუქციონზე ფსონების მიღება $75 ათასიდან დაიწყო, თუმცა, მალევე გაიზარდა და ათი ათასების თანრიგიდან ასი ათასებში გადავიდა.
"ამგვარად ეს მე-20 საუკუნეში გამოცემული ყველაზე ძვირადღირებული მხატვრული ლიტერატურაა, რომელიც გაიყიდა", — ამბობს აუქციონის ორგანიზატორი, — "ეს შედეგი კი აჩვენებს, რა ძალა აქვს ლიტერატურისა და კინოს კომბინაციას".
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი ღირებულებაცაა, რომლითაც ჰარი პოტერის გამოცემა ოდესმე შეფასებულა. აქამდე ყველაზე ძვირადღირებულად 2021 წლის დასაწყისში, $138 ათასად გაყიდული ფილოსოფიური ქვა მიიჩნეოდა.
თუმცა, აუქციონზე ჰარი პოტერის გარდა სხვა ნაწარმოებების პირველი გამოცემების კიდევ 70 ეგზემპლარი იყო გასაყიდად გამოტანილი. მათ შორის ერთ-ერთი, ჯ. რ. რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია, $103 ათასად გაიყიდა, კ. ს. ლუისის ნარნიის ქრონიკების შვიდივე წიგნი კი, საბოლოოდ, $100 ათასად შეფასდა.
ფოტო: Gareth Davies / Getty Images
წელს ჰარი პოტერის საგის პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, საიუბილეო გადაცემა, ჰოგვორტსში დაბრუნება, მომზადდა, რომლის პრემიერაც 2022 წლის პირველ იანვარს შედგება.
ჰარი პოტერის წიგნების სერია, რომელიც შვიდ წიგნს მოიცავს და 1997 წლიდან 2007 წლამდე გამოიცემოდა, დღემდე მიიჩნევა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად საგად მსოფლიოში — ამ დრომდე სერიის წიგნების 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნების მიხედვით გადაღებულმა 8 ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები