ამ დრომდე ვერ მიიღო საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით, ამან ბევრი რამ გაართულა — ლომჯარია სააკაშვილზე
ფოტო: სახალხო დამცველის პრესსამსახური
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამ დრომდე ვერ მიიღო საჭირო ფსიქოთერაპიული დახმარება, რამაც ბევრი რამ გაართულა. მისი თქმით, ეს დამხარება რომ შეეთავაზებინათ, შესაძლებელია, სხვა მხრივაც უფრო მეტი წინსვლა ყოფილიყო. ლომჯარია განმარტავს, რომ მისი ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა ამის საჭიროებაზე ჯერ კიდევ 25 ნოემბერს ისაუბრა, თუმცა არ შესრულდა.
"განმეორებითმა მონიტორინგმა დაადასტურა, რომ კონსილიუმის მიერ პირველ შემოწმებაზე, ანუ გორში ჩატარებული შემოწმების დროს გაცემული რეკომენდაცია ფსიქოთერაპიის დაწყებასთან დაკავშირებით არ შესრულდა, რამაც ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს კიდევ უფრო დაამძიმა. [...]
მთავარი დასკვნა ალბათ არის ის, რომ როგორც თავად ფსიქიატრიც საუბრობს, თუ დღესვე არ დაიწყო ჩარევა, ანუ დახმარება შესაბამისი თერაპიის და სწორი მედიკამენტოზური მკურნალობის, მოსალოდნელია კიდევ უფრო გართულება ვითარების, სადაც ჩვენ არ გვინდა რომ მივიდეთ", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
სახალხო დამცველის შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია აქვს. ასევე, გამოხატულია ანემია, ხოლო ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია — მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე.
ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია და მკურნალობის ამ რგოლს, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.
კონსილიუმის წევრებს ჟურნალისტებმა ექსპრეზიდენტის შესაძლო ფარმაკოლოგიურ წამებაზეც ჰკითხეს. ექიმებმა განაცხადეს, რომ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ და დანიშნულების მიხედვით ფსიქოტროპული მედიკამენტები სააკაშვილს ჭარბად არ მიუღია. მათივე თქმით, ამას სჭირდება გამოკვლევა. როგორც ექიმმა აღნიშნა, ერთ-ერთ კონსილიუმში მას მისცეს ისეთი დოზა, რომელსაც არ ეთანხმებიან, თუმცა ესეც თერაპიულ სიგანეში ჯდებოდა და არ იყო ტოქსიური დოზით.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა სააკაშვილი 12 დეკემბერს მოინახულა. ეს მათი მეოთხე ვიზიტი იყო. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები