ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა ლგბტქ წყვილები მშობლებად უნდა ცნონ
ფოტო: Alexandros Michailidis / Shutterstock
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის წევრმა 27-მა ქვეყანამ ლგბტქ მშობლები და მათი შვილები ოჯახად უნდა ცნოს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ საქმის განხილვა უძღოდა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქე კალინა ივანოვასა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეინ ჯოუნსის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. ივანოვამ და ჯოუნსმა სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანეს, რაც ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა წყვილის ახალშეძენილი ბავშვისთვის დაბადების მოწმობის გაცემაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი კვლავაც ის გარემოებაა, რომ ბულგარეთი ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას არ ცნობს.
რადგან წყვილის შვილი, სარა, ესპანეთში დაიბადა, იქ დაბადების მოწმობაში ბავშვის მშობლებად ორივე მათგანი მიუთითეს. თუმცა, სარას ბულგარეთის მოქალაქეობა სჭირდებოდა, ამიტომ მშობლებმა ქვეყნის შესაბამის უწყებას მიმართეს.
"ესპანეთის ამჟამინდელი კანონმდებლობით, ბავშვი ქვეყნის მოქალაქეობას ვერ მიიღებდა, რადგან არც კალინა და არც ჯეინი ესპანეთის მოქალაქეები არ არიან. სარამ ვერც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის მიღება შეძლო, რადგან ჯეინი გიბრალტარში დაიბადა და ბრიტანული კანონით ვერც ის შეძლებდა თავისი შვილისთვის მოქალაქეობის მიცემას", — აცხადებს ლგბტქ უფლებების დამცველი ორგანიზაცია ILGA-Europe.
თუმცა, სარასთვის მოქალაქეობის მიცემაზე ბულგარეთმაც უარი განაცხადა, რადგან მისი მშობლები ერთი და იმავე სქესის წყვილია. ამგვარად, იგი ესპანეთის გარეთ ვერც მოგზაურობას შეძლებდა და არც განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ექნებოდა ხელმისაწვდომობა.
ფოტო: Getty Images
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებით კი, ორგანიზაციის მოქალაქეებს კანონით აქვთ მინიჭებული ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების უფლება, შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა მშობლებსა და მათ შვილებს შორის კავშირი უნდა ცნოს.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ლგბტქ მშობლების ცნობა "არც ეროვნულ იდენტობას უქმნის საფრთხეს და არც სახელმწიფო პოლიტიკას" იმ ქვეყანაში, სადაც ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება კანონიერი არ არის.
"გადაწყვეტილებით მოხარულები ვართ. ერთი სული გვაქვს, როდის მიეცემა სარას საჭირო დოკუმენტაცია და როდის შევძლებთ, მთელი ორი წლის შემდეგ, ჩვენი ოჯახები ისევ ვინახულოთ", — აცხადებენ ივანოვა და ჯოუნსი, — "ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი ვიყოთ, არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. და, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. მას დიდი ხანი ველოდებოდით ჩვენც და ყველა ლგბტქ ოჯახი ბულგარეთსა და ევროპაში".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები