ვიოლა ფონ კრამონ

15 Dec. 2021, 19:03

ისტორია გვასწავლის, რომ მჩაგვრელის დამშვიდების მცდელობა ძალიან საშიში სტრატეგიაა, ამორალური და კონტრპროდუქტიულია.

ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული. მოსალოდნელია, მათი რიცხვის მკვეთრად ზრდა. ვინც ბატონ პუტინს იცნობს, იცის, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ ფხიზლად და მტკიცედ უნდა ვიყოთ.

კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან. ამასობაში როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" (Nord Stream 2) უნდა გაგრძელდეს. კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია, როგორც ეს ერთმა რუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანმა ღიად განაცხადა.

დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ — მკაცრი სანქციების ენაზე ვესაუბროთ. თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას გაბედავს, სასჯელი უპრეცედენტო უნდა იყოს. 

ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას. დავიცვათ უკრაინა!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…