ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განაჩენის შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა
ფოტო: Zurab Kurtsikidze/EPA
მას შემდეგ, რაც გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე მვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ელჩი დაიბარა და დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ მოახსენა. მინისტრის განცხადებით, "სახელმწიფოს დაკვეთით მკვლელობა" გერმანიის კანონსა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
2019 წლის დეკემბერში Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ვადიმ კრასიკოვი ჰქვია, ხოლო გერმანიაში ის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.
გერმანიის საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, დავალების შესასრულებლად ვადიმ კრასიკოვი 17 აგვისტოს მოსკოვიდან ჯერ პარიზში გაემგზავრა, იქიდან კი 20 აგვისტოს ვარშავაში გადავიდა. პოლონეთიდან ის უცნობი მარშრუტით ბერლინში 22 ივნისს გაემგზავრა. შენგენის ზონაში შესვლისთვის მან ვადიმ სოკოლოვის პასპორტი გამოიყენა, რომელიც ბრიანსკში რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაიცა.
23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილს ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა და Glock 26-ის ტიპის იარაღიდან ესროლა. როგორც პროკურატურა აღწერს, ხანგოშვილი მიწაზე დაეცა, ველოსპიდიდან ჩამოვარდა ბრალდებულიც, თუმცა მალევე მიუახლოვდა ხანგოშვილს და თავში კიდევ ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში რუსულ კვალს ხედავს. უწყების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება გასცეს.
რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის ლიკვიდაციაში თანამონაწილეობას უარყოფს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას "ბოევიკს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქებაში იყო დამნაშავე. მისივე თქმით, რუსეთი გერმანიისგან ხანგოშვილის გადაცემას მოითხოვდა. გერმანია კი ამას უარყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები