თქვენი მამა ჩვენი კოლეგა იყო, მისგან მოდის [კითხვა]? — ზალკალიანი ჟურნალისტს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტს ჰკითხა, "ვისგან მოდიოდა" მისი კითხვები. მან მთავარი არხის ჟურნალისტს, თათია წოწონავას უთხრა, რომ ის და მისი მამა, მანუჩარ წოწონავა კოლეგები იყვნენ. ზალკალიანის თქმით, სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისგან ხომ არ მოდიოდა კითხვები.
"თქვენ ჩემზე ზრუნავთ, ძაან გაღელვებთ ჩემი ბედი და აბა მითხარი, მამისგან მოდის თუ იმისგან, ვინც გეუბნებათ ... ჩვენი კოლეგა იყო მამა, თქვენი და იმიტომ გეუბნები. რავიცი, ისე შვილი და მამები ... რავიცი, რავიცი", — უთხრა მინისტრმა ჟურნალისტს.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ზალკალიანს უთხრა, რომ კითხვების დასმა თავადაც შეეძლო, ზალკალიანმა უპასუხა:
"როგორ არა, აბა რა, აბა რა".
ჟურნალისტები საგარეო საქმეთა ზალკალიანს კითხვებს პრემიერმინისტრთან ურთიერთობის შესახებ უსვამდნენ. გუშინ, 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მინისტრს პერსონალური მადლობა გადაუხადა, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა დავით ზალკალიანი. სწორედ ამის შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა ზალკალიანის რეპლიკა.
საგარეო საქმეთა მინისტრს გამოეხმაურა თავად მანუჩარ წოწონავა, რომელიც წლების განმავლობაში სამთავრობო უწყებებში მუშაობდა. მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში. მანუჩარ წოწონავა იყო საქართველოს კონსული ოდესაში. მან სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ მიმართა დავით ზალკალიანს და განაცხადა, რომ არასდროს უფიქრია თავის საქმეებში შვილის გარევა.
"არასდროს არ მიკადრებია ჩემს საქმეებში შვილის გარევა, ასეთი მარტივი ჭეშმარიტება თუ ვინმესთან მექნებოდა ასახსნელი, მითუმეტეს ყოფილ კოლეგასთან და თანამდებობის პირთან, ნამდვილად არ მეგონა. თანამდებობები წარმავალია ჩემო დათო, მთავარია სახის შენარჩუნება, დამიჯერე, ამ შენი კომენტარით კი შენს თავს უფრო მიაყენე შეურაცხყოფა, ვიდრე მე, ან მით უმეტეს ჩემს შვილს", — წერს წოწონავა.
შემთხვევას გამოეხმაურნენ მთავარ არხშიც. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თეო გილიგაშვილმა განაცხადა, რომ თათია წოწონავას კითხვების დაწერა არ სჭირდება, რადგან "დამოუკიდებლად აზროვნებაც და მოქმედებაც შეუძლია".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები