როგორც ვიცით, არის რუსეთის გავლენა და შანტაჟი — უკრაინის მიტროპოლიტი ავტოკეფალიის აღიარებაზე
ფოტო: რადიო თავისუფლება
უკრაინის ეკლესიის მეთაური, ეპიფანე აცხადებს, რომ საქართველო ავტოკეფალიას რუსეთის გავლენისა და შანტაჟის გამო არ აღიარებს. ამის შესახებ მან უკრაინულ რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა. მას ეთერში მაყურებელმა გაუგზავნა კითხვა, სადაც ინტერესდებოდა, რატომ არ აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
"ველოდებით. ჩვენ გვაქვს პროგრესი, რეგრესი არ გვაქვს. მაგრამ არის ბევრი მომლოდინე ეკლესია. მართლაც, საქართველოსთან უკრაინას აქვს მეგობრული, კარგი ურთიერთობა. მე ბევრჯერ მსმენია ქართველებისგან კითხვა, რატომ არ აღიარებს მათი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე? მაგრამ იქ არის გავლენა, როგორც ჩვენ გვესმის და ვიცით, რუსეთის ფედერაციის, არის ქართული ეკლესიის შანტაჟი — თუ ისინი აღიარებენ უკრაინის ავტოკეფალიას, მათ საბოლოოდ წაართმევენ აფხაზეთს, ანუ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს. ამის გამოა ასეთი ყოყმანი. მაგრამ ეს დრო [ავტოკეფალიის აღიარების] აუცილებლად მოვა. ჯერ მხოლოდ სამი წელი გავიდა. ეკლესიის ისტორიის მიხედვით, ეს ძალიან მოკლე დროა. ჩვენ ვსაუბრობთ ათასწლიან ისტორიაზე, უძველეს ფესვებზე. ამ სამ წელში ისედაც ბევრი გაკეთდა და მომავალში ამ პროცესს აუცილებლად შეუერთდებიან სხვა ეკლესიებიც, რადგან სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", — თქვა ეპიფანემ.
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია 2019 წლის 6 იანვარს მიენიჭა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანს ტომოსი გადასცა, რითაც ახალი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა.
საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია, თუმცა ეკლესიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამაზე სინოდის სხდომაზე, ტომოსის წაკითხვის შემდეგ ისაუბრებდნენ. ამ დღის შემდეგ სინოდის სხდომა არაერთხელ ჩატარდა, თუმცა საპატრიარქო ისევ დუმს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები