ვენის სადაზღვეო ჯგუფი უკვე ათი წელია, სოციალური აქტივობის დღეს აღნიშნავს — გაიგეთ მეტი
ფოტო: ირაო
2011 წლიდან, ყოველწლიურად, ვენის სადაზღვევო ჯგუფი ორგანიზებას უწევს "სოციალური აქტივობის დღეს", რომლის ფარგლებში ჯგუფში გაერთიანებული ყველა კომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ ერთი სამუშაო დღე გაატარონ მოხალისეებად, კეთილი მიზნების მხარდასაჭერად.
"სოციალური აქტივობის დღის" აღნიშვნაში თანამშრომლები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას. ყოველწლიურად ჯგუფის მასშტაბით დაახლოებით 6000 ადამიანი მოხალისეობრივ სამუშაოებს ახორციელებს.
წელს, პანდემიის მიუხედავად, თანამშრომლები "სოციალური აქტივობის დღეს" სასიკეთო საქმეებისთვის კვლავ გაერთიანდნენ.
სადაზღვევო კომპანია ირაო, როგორც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანია, მრავალი წელია "სოციალური აქტივობის დღის" ფარგლებში მხარს უჭერს სხვადასხვა სახის პროექტებს, მათ შორის კამპანიას "უმანქანოდ რომ იარო", ბერი ანდრიას ფონდის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას, სოციალურ საწარმოებთან ერთობლივ ვორქშოფებს და ა.შ.
წელს ირაომ ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და ამისათვის განახორციელა პროექტი "დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე!". ეს პროექტი ორ ნაწილად გაიყო — პირველ ნაწილში ირაოს თანამშრომლებს CENN-ის დახმარებით ჩაუტარდათ ტრენინგი გარემოსდაცვითი ცნობიერების შესახებ, რომელიც მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიც არის: კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა, ჭარბი მოხმარება, ნარჩენების არასწორი მართვა და ჩვენი, ადამიანების როლი აღნიშნული გამოწვევების მოგვარებაში.
პროექტის მეორე ნაწილში ირაოს თანამშრომლებმა თავიანთი ცოდნა გაუზიარეს მომავალ თაობას. ისინი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ესტუმრნენ და ჩაატარეს სახალისო გაკვეთილები გარემოს დაცვაზე. გაკვეთილების დასასრულს ბავშვებს გადაეცათ "ბუნების დაცვის ჩემპიონობის" სიგელები. ორივე ეტაპის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის წვლილი ამ დიდ საქმეში.
"ჩემთვის ყოველ წელს შთამბეჭდავია, თუ რამდენი თანამშრომელი უთმობს დროს საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდადაჭერას ავსტრიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რამდენ თავდადებასა და შრომას დებენ ისინი ყოველწლიურად. სულ მცირე დროში სოციალური აქტივობის დღე გადაიქცა ჩვენი ჯგუფის იდენტობის განუყოფელ ნაწილად", — განმარტა რობერტ ლაშოფერმა, Wiener Städtische Versicherung-ის საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც ვენის სადაზღვევო ჯგუფის მთავარი აქციონერია.
"სოციალური აქტივობის დღეს" თანამშრომლები საკუთარ დროს უთმობენ სხვადასხვა სასიკეთო ინციატივას. მათი ინიციატივები განსხვავდება ორგანიზაციის, ადგილმდებარეობისა და ადგილობრივი საჭიროებების მიხედვით. მაგალითად, Wiener Städtische Versicherung — სადაზღვევო ჯგუფის უმსხვილესი წევრი ავსტრიაში — ახორციელებდა სხვადასხვა პროექტს პარტნიორებთან თანამშრომლობით. მათი პროექტები მოიცავდა ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა სოციალური სუპერმარკეტების მხარდაჭერა, უსახლკაროთა დაწესებულებაში გაჭირვებული ადამიანებისთვის საჭმლის მომზადება, კერძების დარიგება, ვიზიტები მოვლისა და მოხუცთა სახლებში, ლტოლვილთა თავშესაფრებსა და სამეზობლო ცენტრების საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე მებაღეობა და ნარჩენების აკრეფა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები