პროგრამირებიდან ელექტრო მექანიკოსობამდე — თეგეტა აკადემიის კურსდამთავრებული ლაშა ხუციშვილი
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ლაშა ხუციშვილი თეგეტა აკადემიის პროფესიული პროგრამის "ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება" კურსდამთავრებულია. ის, 10 სტუდენტთან ერთად, პირველ ნაკადში მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.
პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება თეგეტა ჰოლდინგში. ლაშამ ყველა ეს საფეხური გაიარა და უკვე კომპანიის თანამშრომელია — ახლა სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას.
დაახლოებით, ერთი თვეა, თეგეტაში, პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ელექტრო და ელექტრონული სისტემების თემაზე ტრენინგებს ატარებს. სხვებისთვის ცოდნის გაზიარების შეთავაზება კომპანიისგან მიიღო. მარტივად დასთანხმდა, რადგან მიაჩნია, რომ პროგრამაზე მიღებული ცოდნით და უნარ-ჩვევებით, შეძლებს მის მსგავსად, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ეს საქმე შეასწავლოს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა აკადემიაში პროფესიულ პროგრამაზე "ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება", პირველი ნაკადი, 2020 წელს მიიღეს. პროგრამის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც თეგეტაში ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე.
ლაშას, სკოლის პერიოდიდან ტექნიკური საგნები, შემდეგ კი ტექნოლოგიები, უფრო მეტად პროგრამირება აინტერესებდა. ამ პროფესიული პროგრამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.
"სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. არა და, ამ საქმეში პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ნიუანსი და დეტალია, რომელსაც მხოლოდ საქმის კეთების პროცესში ისწავლი".
ამბობს, რომ ელექტრო და ელექტრონული სისტემის მიმართ ახლა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდა, ბევრს ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ ადრე პროგრამირებაზე სურდა სწავლა და შემდეგ ამ პროფესიით მუშაობა, ახლა ელექტრო და ელექტრონული სისტემები უფრო მეტად აინტერესებს.
"როგორც პროფესიონალი, ვცდილობ, საქმეში ჩემი ცოდნა გამოვიყენო, გავითვალისწინო, ის რაც აპრობირებული, სწორი და თან, ამავე დროს ინოვაციურია. ეს პროფესია ხომ ადამიანების შექმნილია? შესაბამისად, არსებობს უკვე აპრობირებული, გამოცდილი მეთოდები. მათი მიყოლა, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენს პროფესიაში საქმის კარგად კეთებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიახლეები არ ვეძიოთ, განსხვავებული არაფერი შევმატოთ".
ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მოთმინების უნარი და მყარი ნერვები.
"რაც უფრო ღრმად ჩავიხედე ამ პროფესიაში, ნაკლებად დაძაბული ვარ, თავს უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ".
მისთვის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების ათვისება რთული ნამდვილად არ აღმოჩნდა. ამბობს, რომ მთავარი ინტერესია და თუ ადამიანს ეს გააჩნია, ნებისმიერ საქმეს ისწავლის.
"ჩვენს პროფესიაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, პრაქტიკული და რაღაც დონეზე, ტექნიკური აზროვნება. ასევე, მგონია, რომ მუდმივად თვითგანვითარებაზე უნდა ფიქრობდე, ახალ-ახალ ინფორმაციას იძიებდე და აანალიზებდე, შემდეგ კი მას პრაქტიკაში ნერგავდე. სიახლეების გაცნობა, ცოდნის მუდმივად განახლება გაქცევს პროფესიონალად. ამ საქმის კარგად ათვისებას ძალიან ბევრი შრომა და დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, არც დრო და არც ენერგია არ უნდა დავიშუროთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები