პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს
ფოტო: საქართველოს ევრანგელურ-ბაბტისტური ეკლესია
პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე, რომელსაც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. როგორც ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ On.ge-ს განუცხადა, მათ მოწვევა არ მიუღიათ.
"ღონისძიებებზე, რომლებსაც აწყობს რელიგიის საკითხთა სააგენტო, ჩვენ არ ვართ მიწვეულები და არ ვმონაწილეობთ. არც გვინდა, რომ ვიყოთ მიწვეულები, იმიტომ, რომ პროტესტი გვაქვს ზოგადად ამ დაწესებულების მიმართ. რაკი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სარგებლობს ვაშაყმაძის დახმარებით, ალბათ, ამიტომაც არ მიგვიწვიეს. სხვა ახსნა არ მაქვს", — ამბობს გოცირიძე.
21 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.
"მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია", — თქვა ზურაბიშვილმა მიღებაზე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამოაქვეყნა სია, თუ ვინ იმყოფებოდა მიღებაზე.
- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები;
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან დეკანოზი არჩილ ხაჩიძე;
- საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი;
- დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე;
- აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი;
- ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო;
- სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი, მამა ნარეკ კუშიანი;
- თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი;
- რაბინი რახამინ მურდუხაშვილი;
- ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, მარკუს შოხი;
- თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორი, ჩარლზ ჰობლიცი და პასტორი კახაბერ ჩხაიძე;
- საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი, გია კანდელაკი;
- ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი, გიორგი ჩიტაძე;
- საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი ფირბარი;
- სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი;
- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე;
- სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე.
On.ge ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას და იმის გარკვევას, რატომ არ მიიწვიეს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები