Fact Check - გუგლის ახალი ფუნქცია, რომელიც საეჭვო ინფორმაციას გადაამოწმებს
ფოტო: JUSTIN SULLIVAN / GETTY
ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მის გადასამოწმებლად ათასი წყაროსთვის მიგიმართავთ. ამასთან დაკავშირებით Facebook-მა და Google-მა კამპანია დააანონსეს, რომელიც დეზინფორმაციის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიებმა საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიიღეს. როგორც ინტერნეტ მომხმარებლები ამბობდნენ, დონალდ ტრამპის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გადაუმოწმებელი და ტყუილი ინფორმაციის მასობრივად გავრცელების დამსახურება იყო. საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა უამრავი ტყუილი და ტროლი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოების ნაწილი უაპელაციოდ იღებდა.
და რადგან ამ ინფორმაციების ლინკები აქტიურად ზიარდებოდა Facebook-ზე და ძებნის დროს გუგლშიც ვარდებოდა, საზოგადოებამ პასუხისმგებლობა სწორედ ამ კომპანიებს დააკისრა. აღნიშნულ მოსაზრებას ინტერნეტში დიდი დისკუსია მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ზრდასრულ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს მართალი, ტყუილი და უტრირებული ინფორმაციის გარჩევა და ამაში მესამე ძალა, გარდა მედიისა, არ უნდა ჩაერიოს. ხოლო მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ფეისბუქი თავად მედიაა და მსგავსი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აეღო - ასეც მოხდა. ფეისბუქმა უკვე გაუშვა ყალბი ინფორმაციის ტეგი, რომლითაც საეჭვო საიტები და ლინკები ინიშნება.
ამასობაში ახალი ფუნქცია დაემატა Google-საც, რომელიც მომხმარებელს ამა თუ იმ ფაქტის გადამოწმებას სთავაზობს.
აღნიშნული ინიციატივა 2016 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, თუმცა ის სატესტო რეჟიმში მუშაობდა. დღეიდან ეს ფუნქცია გლობალური მასშტაბით, ყველა ენაზეა ხელმისაწვდომი.
ინფორმაციის გადამოწმებაზე სხვადასხვა ორგანიზაციები იმუშავებენ. ყველაზე ტრენდული ინფორმაციის ძიებისას Google-ში გამოჩნდება ამ ინფორმაციის გადამოწმებული ვარიანტი, რომელშიც მიმოხილული იქნება რამდენად შეესაბამება სიახლე სიმართლეს.
თავდაპირველად, ეს ფუნქცია მხოლოდ იმ ინფორმაციაზე იმუშავებს, რომელსაც ორი ცნობილი Fact Check ორგანიზაცია გადაამოწმებს. ეს ორგანიზაციებია PolitFact და Snopes. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ორგანიზაციების მიერ გადამოწმებული ინფორმაციები არ გამოჩნდება.
მეტიც, Google ამბობს, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციებმა განსხვავებულად შეაფასონ. ქაოსისგან თავის ასარიდებლად კომპანია იმ ორგანიზაციებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, თავის წესებს სთავაზობს. ამ წესებისთვის გვერდის ავლა ფაქტობრივად შეუძლებელია.
კომპანია ამბობს, რომ გადამოწმებული ინფორმაციის სისტემასთან მიმაგრებას მხოლოდ ის ორგანიზაციები შეძლებენ, ვისაც სპეციალური ალგორითმი ინფორმაციის სანდო გამავრცელებლად მიიჩნევს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები