ანნა კაჭკაჭიშვილმა Shark Tank საქართველოში Saponeria-ს განვითარებისთვის 80 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა
ფოტო: შარქთენქ საქართველო
კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, რომლის პოპულარიზაციასაც ხელი Instagram-მა და ინფლუენსერებმა შეუწყვეს. არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვდა Forbes-ის რეიტინგში კოსმეტიკური ხაზის საშუალებით, რომელთა ქონებაც მილიარდებს აჭარბებს. საქართველოში თავის მოვლის საშუალებების მასშტაბური წარმოება ნაკლებ აქტუალურია და დარგიც ჩანასახის ეტაპზეა, თუმცა არანაკლებ პოპულარულია მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქტი.
საპონერია სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ, ხელნაკეთ და ორგანულ სპა საშუალებებს ამზადებს. როგორც მისი დამფუძნებელი, ანნა კაჭკაჭიშვილი გვიყვება, პროდუქტი დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში და კორპორატიული კლიენტებიც მრავლად არიან, თუმცა პანდემიამ ყველაფერი დროებით გააჩერა. Shark Tank-ამდე საპონერიას პროდუქტის რეალიზება მხოლოდ ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით ხდებოდა, თუმცა ინვესტორების დახმარების შემდეგ ანნა მაღაზიის გახსნას, სავაჭრო მოლებში არაერთი სტენდის განთავსებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.
"გაზაფხულზე ვიფიქრე, რომ მსურდა მსგავსი ტიპის ბიზნეს შოუში მონაწილეობა, თუმცა მაშინ Shark Tank-ის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ იყო. შესარჩევ ტურზე აგვისტოში გავიგე, მაშინვე გადავიღე 1 წუთიანი ვიდეო და ყველა ეტაპი წარმატებით გადავლახე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი წარმატებული თუ იქნებოდა აქ მოხვედრა. სიმართლე გითხრათ, ბიზნესთან დაკავშირებული ბევრი საკითხი არ მესმოდა, მათ შორის: მარკეტინგი, ფინანსები, PR და ა.შ. პანდემიის პერიოდი სწორედ მათი შესწავლისთვის გამოვიყენე. გამიმართლა და როცა პროექტში მოვხვდი, უკვე ყველანაირად მომზადებული ვიყავი", — გვიყვება ანნა.
მისი თავდაპირველი შეთავაზება 20%-იანი წილის სანაცვლოდ 40,000 ლარი იყო. მოლაპარაკების შედეგად, სოსო ფხაკაძე 50%-იანი წილის შეძენას დათანხმდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო მომენტში მენი ბენეშმა საპონერიას დამატებით 40,000 ლარი შესთავაზა და შედეგად კომპანიას უკვე 2 Shark ყავს, რომელთა მფლობელობაშიც 25-25%-იანი წილები იქნება.
"თანხასთან ერთად ინვესტორები საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას შემომთავაზებენ, რაც კონკურენტებთან ძალიან დიდ უპირატესობას მომცემს. ვფიქრობ, თავდაპირველად 10 ადამიანს დავასაქმებთ და წარმოებასაც მნიშვნელოვნად გავზრდით, შემდეგ კი დავაკვირდებით გაყიდვებს", — ამბობს ანნა.
მთავარი, რითიც Shark-ები დაინტერესდნენ, მშრალი ტექნოლოგიით დამზადებული შამპუნია, რომელიც საქართველოში ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს. ანნას თქმით, ის დაახლოებით სამჯერ უფრო ხარჯეფექტიანია ჩვეულებრივ შამპუნთან შედარებით, გამოსაყენებლად მარტივია და ნატურალური ინგრედიენტებითაა დამზადებული.
"პროექტის წარმატებაში დარწმუნებული ვარ. მჯერა საკუთარი პროდუქტის და დიდი იმედი მაქვს ის მომხმარებელსაც მოეწონება", — გვიყვება ანნა.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ნატურალური თავის მოვლის საშუალებები მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. კერძოდ, Ipsnews-ის მიხედვით გლობალური ბაზრის ზომამ 2019 წელს $24.5 მილიარდი შეადგინა, საშუალოდ 4.5%-იანი ზრდის შედეგად კი 2025 წელს ეს რიცხვი 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. რამდენად გამართლდება ანნას იმედები და გაართმევს თუ არა თავს მენეჯმენტთან ერთად წარმოების გამოწვევებს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ახლა უკვე მის გვერდით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე Shark-ები, სოსო ფხაკაძე და მენი ბენეში იქნებიან, რაც წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე შარქ თენქ საქართველოს გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ — Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები