თიბისი ლიზინგი GGF-ის ახალი პლატფორმის, მწვანე გზის პარტნიორია
ფოტო: თიბისი
ფონდმა მწვანე ზრდისთვის (GGF) ახალი პლატფორმის განვითარება დაიწყო. მწვანე გზა — ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ასახავს მწვანე ფინანსების ბიზნეს და გარემოსდაცვით სარგებელს და იმას, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. პლატფორმა რეალური მაგალითებით აღწერს პარტნიორი არასაბანკო და საბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვლილ გზას და იმას, თუ როგორ შეძლეს მათ მიეღოთ ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებები.
ადვილად ნავიგაციური რუკით აღჭურვილ მიკროსაიტზე გაზიარებულია წარმატებული ისტორიების სერია, რომელიც აცოცხლებს ფონდის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების გამოცდილებას.
"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მწვანე ფინანსები არის მომავალი", — აღნიშნავს GGF-ის თავმჯდომარე, ოლაფ ზიმელი, — "ამ პლატფორმის საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკუთარი პორტფოლიოს დივერსიფიკაცია, შექმნეს ახალი პროდუქტები და გაზარდეს კლიენტების ბაზა სტრატეგიების მდგრადობის საფუძველზე. ჩვენი მხარდაჭერით, ვიმედოვნებთ, რომ სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც მოტივირებულნი იქნებიან, დაიწყონ საკუთარი მწვანე გზა".
თიბისი ლიზინგი მწვანე გზის პარტნიორია. მისი გენერალური დირექტორი, გაგა გოგუა, მოხარულია სპეციალური სალიზინგო პროდუქტების წარმატებით:
"განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ჩვენს პარტნიორ GGF-თან ერთად შექმნილი პროდუქტების წყალობით, დავაფინანსეთ არაერთი პროექტი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ფაქტობრივად, ჩვენი მწვანე პორტფელი წელიწადში საშუალოდ 100 პროცენტით იზრდება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია".
ამ და სხვა რეალური მაგალითების გაცნობა მწვანე გზის მიკროსაიტზე შეგიძლიათ. აქვე გაიგებთ, როგორ უჭერს მხარს GGF ფინანსურ ინსტიტუტებს მწვანე ფინანსების მიმართულებით.
GGF-ის შესახებ
ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.
GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH. ტექნიკურ კონსულტაციებს კი MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი, უზრუნველყოფს.
GGF-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებსაიტზე ან ტვიტერზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები