მუშაობის განახლების შემთხვევაში, უწყებები ჩვენს მეიჯარეებს სადამსჯელო ღონისძიებებით ემუქრებიან — კლუბები
ფოტო: ხიდი/Facebook
საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მათთან კომუნიკაციისას "შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზას" მიმართავს. უფრო კონკრეტულად, ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი უწყებები კლუბების სივრცის მეიჯარეებისგან მოითხოვენ არ განაახლონ ფუნქციონირება.
"გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ეს გზა არ არის პრობლემის სასიკეთოდ გადაჭრის მცდელობა, თუ რა თქმა უნდა ხელისუფლების მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მისი გამწვავება, რაშიც, მათ მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ეჭვი გვეპარება.
მოვუწოდებთ სივრცის მეიჯარეებს, არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს და არ დაუშვან იმ სივრცეების გაქრობა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამ სივრცეების გაქრობა არამხოლოდ კანონის, ეთიკისა და მორალის, არამედ ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც, ისინი ამბობენ, ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ განაგრძონ მუშაობა.
"საკლუბო სცენის წარმომადგენლები, მოთმინებითა და პასუხისმგებლობით ველოდებოდით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და 22 დეკემბერს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლით სივრცეების გახსნაზე უარი მივიღეთ.
ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლება აანონსებს უამრავ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და შეკრებებს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შეთანხმებული წესებითა და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მექანიზმით", — წერია განცხადებაში.
ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა #Openculture მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და საერთო სტანდარტის დანერგვას. მათი თქმით, სწორედ ეს სტანდარტი უნდა გამხდარიყო 22 თვის წინ დახურული საკლუბო სცენის უსაფრთხოდ გახსნის წინაპირობა.
17 დეკემბერს, ღამის კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები