ჟუჟუნა ბებოს კათარზისი
ფოტო: თეგეტა
"ზრუნვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, მზრუნველ ადამიანს კი აკეთილშობილებს", — 87 წლის ჟუჟუნა ბებო კათარზისიდან.
ჟუჟუნა ბებო წლებია, კათარზისის ბენეფიციარია. როგორც თავად ამბობს, ზრუნვა მისთვის და მისი ასაკის ადამიანებისთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა. ასე ფიქრობენ დანარჩენებიც, ხანდაზმულები, რომლებმაც მზრუნველობის ფასი, ალბათ, ყველაზე კარგად იციან.
პანდემიამდე თუ სადმე ნამდვილი გართობა და ხალისი იყო, ეს კათარზისია. ათრთოლებული ხელით, წლებმა თავისი კვალი რომ დაატყო, კამათლებსაც ყოჩაღად აგორებდნენ და ბანქოსაც არიგებდნენ. თამაშის დროს პატარა ეშმაკობებიც შეიძლება, მაგრამ ვინ მოატყუებს ჟუჟუნა ბებოს ან ბატონ დავითს? ქალბატონი ციალაც სულ ყურადღებით არის. ყველაზე მეტად ერთმანეთის ნახვა ახარებდათ და ახლაც იმედი აქვთ, რომ პანდემია ჩაივლის და შეხვედრის ადგილი ისევ კათარზისი იქნება.
კათარზისის შესახებ ყველას გვსმენია. სოციალური დახმარების ეს კომპლექსური ცენტრი პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღრმა კრიზისის დროს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ეხმარებოდა. დღეს ცენტრი აერთიანებს უფასო სასადილოს, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტს, ბიბლიოთეკას, უბინაოდ დარჩენილი მოხუცებულების თავშესაფარს და ამავდროულად, ხანდაზმულებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.
კათარზისი უკვე 31 წელია, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უწყობს ზეიმებს. თუ მოხუცების დახმარება გინდათ, კათარზისს დაეხმარეთ.
"დღეისთვის კათარზისი ემსახურება 450-ზე მეტ ბენეფიციარს. ესენი არიან საპენსიო ასაკის ხანდაზმულები 60-დან 100 წლის ჩათვლით. მათთვის ჩვენთან ფუნქციონირებს: უფასო სასადილო, სილამაზის სალონი, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, ინტერნეტ კაფე, სარეაბილიტაციო-სავარჯიშო დარბაზი, კაფე, ბიბლიოთეკა, არტ-თერაპიის ცენტრი, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, კინოდარბაზი, იურიდიული სამსახური, თეატრალური დარბაზი და მასთან არსებული ხანდაზმულთა თეატრი. მარტო სასადილო, 2020 წლის მონაცემებით, 3 110 000-ზე მეტი მომსახურება გასწია“, — ამბობს ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის, კათარზისის პრეზიდენტის მოადგილე
ცენტრის მთავარი ფასეულობაა, იზრუნოს ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, შეუნარჩუნოს მათ დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც კათარზისს ამოძრავებს. თეგეტა ჯგუფი ამ ღირებულებებს უსიტყვოდ იზიარებს. სწორედ ამიტომ მოხვდა კათარზისი თეგეტას მასშტაბურ კამპანიაში, რომელიც ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის დაიგეგმა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა tegeta.care. ყველას, ვისაც ამ ახალ წელს მოხუცების გახარება გინდათ, თეგეტა ქეარი უმარტივეს გზას გთავაზობთ — შეარჩიეთ ვებგვერდზე სასურველი საქველმოქმედო ორგანიზაცია და მხოლოდ ოთხი ველის შევსების შემდეგ, შეძლებთ დონაციას ხანდაზმულების კეთილდღეობისთვის.
"tegeta.care-დან შემოსული თანხა დაგვეხმარება, გავზარდოთ ხანდაზმულთა მომსახურების ხარისხი, სადილების მრავალფეროვნება და კალორიულობა; დავნერგოთ დამატებითი მომსახურებები. გავზარდოთ, ასევე, ბენეფიციართა რაოდენობა, რისი მსურველებიც გვყავს და, თავის მხრივ, კათარზისაც შეუძლია, გაწიოს უფრო მეტი მომსახურება. მეორე მხრივ, ნებისმიერი სოციალური აქტივობა, გარდა პირდაპირი დახმარებისა, მაგალითია სხვა კომპანიებისათვის, რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, რომელსაც ხანდაზმულებზე ზრუნვა ჰქვია. ჩვენც დავბერდებით!", — ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის, კათარზისის პრეზიდენტის მოადგილე.
ამბობენ, რომ როცა ადამიანი მოხუცდება, ის სულ უფრო ემსგავსება ბავშვს. თუ ასეა, მაშინ მოხუცებს ახალი წელიც ბავშვებივით უნდა უხაროდეთ. მათთვის დღესასწაულის მოწყობა თითოეულ ჩვენგანს მათზე ზრუნვით შეუძლია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები