4 რჩევა ზეთის შეცვლასთან დაკავშირებით
ფოტო: თეგეტა
ბევრი მძღოლი ფიქრობს, რომ რაც უფრო მაღალფასიან ზეთს ჩაასხამს, მით უფრო დიდხანს შეინახება მისი ავტომობილის ძრავა. რეალურად კი ძრავის უპრობლემოდ მუშაობისთვის აუცილებელია იმ ზეთის გამოყენება, რომელიც ავტომწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული. ზეთის სწორად შერჩევით, შესაძლებელია, მომავალში მრავალი პრობლემა ავირიდოთ თავიდან.
დღეს გაგაცნობთ ოთხ ძირითად რჩევას, რომელიც ზეთის შეცვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ.
დროულობა
აუცილებელია, ვაკონტროლოთ ძრავის ზეთის შეცვლის დროულობა, ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდებული წესებით. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მსუბუქი ავტომობილებისთვის ინტერვალი ათი-ოცი ათასი კილომეტრია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ავტომწარმოებლების მიერ რეკომენდებული გარბენის დიაპაზონი, მსუბუქი მანქანების შემთხვევაში, საკმაოდ დიდია, 5 000 კმ-დან 30 000 კმ-მდე (დამოკიდებულია ავტომწარმოებელსა და ძრავის ტიპზე).
მიუხედავად ამისა, აუცილებელია მრავალი ფაქტორის გათვალისწინება. თუ ავტომობილის ექსპლუატაცია ხდება არასტანდარტულ პირობებში (ავტომწარმოებლის მიერ გათვალისწინებული მაქსიმალური ტვირთამწეობის გადაჭარბება, მტვრით დაბინძურებულ ტერიტორიაზე მოძრაობა, ხშირი საცობები, არარეკომენდებული ოქტანობის საწვავის გამოყენება და სხვა), მაშინ უმჯობესია, ზეთი უფრო ადრე შევცვალოთ. ასევე, გარბენის ინტერვალებთან ერთად, გასათვალისწინებელია ზეთის შეცვლის პერიოდულობა. სასურველია, წელიწადში ერთხელ მაინც შეიცვალოს ზეთი, მიუხედავად იმისა, რამდენი აქვს გავლილი მანქანას წინა შეცვლიდან.
ზეთის ჭარბი რაოდენობა
უნდა გვახსოვდეს, რომ ზეთის გადაჭარბებული რაოდენობით ჩასხმა უარყოფითად მოქმედებს ძრავის გამართულ მუშაობაზე. გადაჭარბებული რაოდენობის ზეთისგან გამოწვეულმა წნევამ შეიძლება, მისი სარქვლები და რეზინის შუასადებები დააზიანოს, რასაც შესაძლოა, ძრავის მწყობრიდან გამოსვლა მოჰყვეს.
ზეთის მცირე რაოდენობა
ავტომობილში ზეთის არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლებელია, ბლოკში ჰაერის წარმოქმნა გამოიწვიოს, რომელიც დაბლოკავს მის გასასვლელებს. საპოხი მასალის მცირე რაოდენობის დროს, ძრავის მოძრავი ნაწილები, ფაქტობრივად, მშრალად მუშაობენ, რაც მათ ცვეთას ერთი-ორად ზრდის. ზეთის დონე უმჯობესია დილით, ცივ ძრავაზე, თანაბარ, სწორ ზედაპირზე გაჩერებულ ავტომობილზე შუპით შევამოწმოთ, რადგან ამ დროს ზეთი ძრავაში ერთ დონეზეა, ეს კი მისი ზუსტი რაოდენობის გარკვევაში დაგვეხმარება. ზეთის მაჩვენებელი ამ პერიოდში სასურველია იდგეს "მინიმუმის" მაჩვენებელზე მაღლა, არაუმეტეს "მაქსიმუმ" მაჩვენებელზე.
ზეთის დამატება ძრავაში
ზეთის დონის შუპით შემოწმებისას თუ აღმოჩნდება, რომ ზეთის მაჩვენებელი მინიმუმზეა ან ქვემოთ, აუცილებელია, ზეთის დამატებით მისი დონე ავიყვანოთ ნორმამდე. დასამატებელი ზეთის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ ძრავაში არსებული ზეთის სიბლანტე, სახეობა და, სასურველია, ბრენდიც. არ შევურიოთ სხვადასხვა ტიპის და ხარისხის ზეთები ერთმანეთში, მაგალითად, სინთეტიკური ზეთი მინერალში და სხვადასხვა სიბლანტისა და ბრენდის ზეთები.
მთავარია არ დაგვავიწყდეს:
ძრავის უპრობლემოდ მუშაობისთვის აუცილებელია იმ ზეთის გამოყენება,
რომელიც ავტომწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები