ვფიქრობ, პრეზიდენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს — ლომჯარია
ფოტო: Ombudsman
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ თუ პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას მხარს დაუჭერს, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. ომბუდსმენმა ეს განცხადება ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომ მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა მას უნდა დაადოს, რა თქმა უნდა, ვეტო და თავისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. როგორც ვხედავთ, მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. სავარაუდოდ, ისინი გადალახავენ ამ ვეტოს.
არის მეორე გზაც, მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების. თუმცა, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იქ სამწუხაროდ მიიღება პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები", — თქვა მან.
ამ წუთებში პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს განიხილავს. კანონპროექტი ქართული ოცნების დეპუტატების მიერაა ინიცირებული.
გუშინ, 28 დეკემბერს პარლამენტის სამმა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა. სხდომები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ორი კომიტეტის გაერთიანებულს სხდომას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოლორაიამ, რამდენიმე დეპუტატმა და NGO-ს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მანამდე, თოლორაიამ კანონპროექტი ნონსენსად შეაფასა და მის ავტორებს კრიტიკული კითხვებით მიმართა. მათ შორის, ინსპექტორმა მმართველი პარტიის დეპუტატებს იმ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოსთხოვა, თუ როდის და სად დაინახეს მათ პრობლემა ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის თანაარსებობაში. მანვე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ შეიტყო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა.
მსგავსი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებებით. ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტში მიღებული ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ისტორიაში "სანიმუშოდ" ჩაიწერება. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ უწყება საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებდა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად" ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მხარდაჭერას გამოუცხადა.
კანონპროქტი კომიტეტებს განსახილველად მას შემდეგ გადაეცათ, რაც 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირეს მხარი.
28 დეკემბერს ბიუროს სხდომა, სადაც კანონპროექტის ალტერნატიული წინადადება უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომის ჩავარდნა შეგნებული ნაბიჯი იყო და ეს მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადადგმული პოლიტიკური სვლაა.
ალტერნატიული კანონპროექტის წინადადება ბიუროს სხდომაზე ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დააყენა და აღნიშნა, რომ თუკი მათი წინადადების განსახილველად ბიუროს სხდომა არ ჩატარდებოდა, ეს რეგლამენტით გარანტირებული უფლებამოსილების წართმევად იქნებოდა აღქმული.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები