ადვოკატების თქმით, ჰოსპიტლიდან სააკაშვილის გაწერის დოკუმენტს ხელს ექიმი ჯეირანაშვილი აწერს
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ექსპრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გამოწერის დოკუმენტზე ხელს ექიმი, ჯეირანაშვილი აწერს. ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ფორმა 100-ზე მეორეჯერ ხელმოწერაზე უარი თქვა და მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც სწორედ ამას უკავშირდება.
"30-ის ფორმა 100-სა და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონი გოგორიშვილი, როგორც ახლა უკვე ცხადი გახდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, მან მეორეჯერ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა, იმიტომ იყო ეს ყველა განცხადება გაკეთებული და აწერს ხელს ვინმე ჯეირანაშვილი. ეს არ ვიცი ვინ არის, სახელიც ვერ ამოვიკითხე. ეს კაცი აქ [რუსთავის ციხეში] იმყოფება ყალბი დიაგნოზით, ვითომ გამოჯანმრთელებული, სინამდვილეში გამოჯანმრთელებული არ არის, უარესად არის, ვიდრე აქედან წავიდა", — თქვა მან.
იმავეს ამბობს სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ბექა ბასიალაია. მისი თქმით, 27 დეკემბრის ფორმა 100-ზე გოგორიშვილის, ხოლო 30 დეკემბრისაზე კი ჯეირანაშვილის ხელმოწერა ფიქსირდება. ბასილაიას განცხადებით, დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენებები რეალობას არ შეესაბამება და განსხვავდება როგორც სახელმწიფო სამედიცინო კონსილიუმის, ასევე, ცენტრ ემპათიის მიერ გაკეთებული დასკვნებისაგან.
"ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, იმის დამადასტურებელი, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილებები გაწერის თაობაზე, ეს არის, რა თქმა უნდა, არა სამედიცინო, არამედ პროპაგანდისტული გადაწყვეტილება. ეს გაკეთებულია საიმისოდ, რომ გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის წამება და ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელისუფლების ნარატივი, რომ აი, ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა შეხვდეს პენიტენციურ დაწესებულებაში", — თქვა მან.
გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაციის გავრცელებიდან 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.
მანამდე, 29 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. იმავე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა თქვა, რომ სააკაშვილს, ამ ეტაპზე, ექიმი არ ჰყავს.
28 დეკემბერს, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ნიკა გვარამიამ წაიკითხა ოქმი, სადაც, მისი თქმით, ნინო გოგორიშვილი საუბრობს, თუ რა მოხდა 27 დეკემბერს, როდესაც სააკაშვილს გადაყვანის შესახებ აცნობეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები