7 გზა, როგორ შეიძლება, ხუმრობა ბულინგად გადაიქცეს
ფოტო: iStock
ალბათ, ყველას მოგვისმენია ხუმრობა, რომლის მთქმელიც ზღვარს გასცდა. მსუბუქ, უბოროტო იუმორს ან გამასხარავებას შეუძლია, გააძლიეროს ურთიერთობები მეგობრებს შორის და მსგავსი ქცევა სოციალურ ჯგუფში წევრად მიღების ნიშანიც არის ხოლმე. პროფესიულ კონტექსტში კი ის, შესაძლოა, გუნდის ერთიანობისა და პროდუქტიულობის ხელშეწყობისთვის გამოიყენებოდეს. თუმცა, ადვილია, რომ სხვა ადამიანის მისამართით წარმოთქმული ხუმრობა აგრესიად და ბულინგად გადაიქცეს.
ასევე იხილეთ:
კვლევების თანახმად, მოზარდები და სტუდენტები ყველაზე მეტად არიან ბულინგის და აგრესიული ქცევის საკუთარ თავზე გამოცდის რისკის ქვეშ. ამგვარ ქცევებზე უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად, ფსიქოლოგთა ჯგუფი მოზარდებსა და სტუდენტებს ხუმრობისა და ბულინგის არსსა და ამ ორს შორის განმასხვავებელ ნიშნებზე გაესაუბრა.
ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს შვიდი ფაქტორი, რომლებიც ხუმრობის ბულინგად გადაქცევაზე ახდენენ გავლენას.
1. საუბრის საგანი
გამოკითხვის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რამდენიმე თემას, რომელიც მეგობრულ ხუმრობას შეურაცხმყოფელ საუბარში გადაზრდის. ეს მოიცავდა სხვა ადამიანის ოჯახის წევრის მოხსენიებას, კომენტარების გაკეთებას გარეგნობასა და თვითდაზიანებაზე, საუბარს გარდაცვლილ ადამიანზე და შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ენის (როგორიცაა ჰომოფობიური ან რასისტული მიმართვები) გამოყენებას.
2. სოციალური კონტექსტი და ურთიერთობები
ხუმრობასა და დაცინვას შორის ზღვარი ზოგჯერ ბუნდოვანია.
ფოტო: iStock
კვლევამ აჩვენა, რომ ხუმრობასა და მის ინტერპრეტაციაზე გავლენის მოხდენა გარემოცვასაც შეუძლია. ხუმრობა დადებითად, როგორც წესი, მაშინ აღიქმება, როდესაც ის ახლო მეგობრებს ან სოციალურ და საკომუნიკაციო საზღვრებზე ერთნაირი წარმოდგენის მქონე ადამიანებს შორის ითქმება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა არ იზიარებს ერთსა და იმავე ღირებულებებს, იუმორის ერთნაირი გრძნობას ან ხუმრობაში ჩართვის თანაბარ სურვილს. მეგობრებს შორის ხუმრობამაც კი შეიძლება გადალახოს დაშვებულის ზღვარი — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარი შეურაცხმყოფლად აღიქმება.
მსგავს სიტუაციაში, მეგობრობის შესანარჩუნებლად, დაცინვის ობიექტმა შესაძლებელია, ნაკლები მნიშვნელობა მიაწეროს დამცირებას ან დამალოს საკუთარი დამოკიდებულება. სერიოზულ შემთხვევებში კი ამას მეგობრული ურთიერთობის განადგურებაც კი შეიძლება მოჰყვეს.
3. განზრახვა
კომუნიკაციის მიზნის განსაზღვრა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, გადაკვეთა თუ არა ხუმრობამ დაშვებულის ზღვარი. თუ ადრესატმა არასწორი ინტერპრეტაცია არ გააკეთა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეურაცხყოფად მოინათლოს ხუმრობა, რომლის მიზანიც არ ყოფილა ზიანის მიყენება ან გაღიზიანება. ხუმრობის ქვეტექსტის შესაფასებლად მოსაუბრეები ფიზიკურ და სიტყვიერ მინიშნებებს იყენებენ.
ონლაინსამყაროში განზრახვის დადგენა კიდევ უფრო გართულებულია. სოციალური და არავერბალური ნიშნების ნაკლებობა შეტყობინებიდან აზრის გამოტანას აძნელებს. მაგალითად, ხმის ტონის გარეშე, რომელიც გვეხმარება, განვსაზღვროთ, არის თუ არა ნათქვამი ხუმრობა, ორაზროვანი კომენტარი მტკივნეულად აღიქმება ხოლმე. ამის გამო, ვირტუალურ სამყაროში ხუმრობების გაცვლა ხშირად იღებს კიბერბულინგის სახეს.
ინტერნეტში ან ტექსტის სახით გაცვლილი მეგობრული ხუმრობის სწორად ინტერპრეტირება გამორჩეულად რთულია.
ფოტო: Motortion Films / Shutterstock
4. მსმენელთა რიცხვი
გარშემომყოფების რაოდენობა მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განსჯისას, ნათქვამი ხუმრობა იყო თუ ბულინგი. ფართო საზოგადოებაში ხუმრობის თქმა მეტად საფრთხილოა.
დიდი აუდიტორია, როგორც წესი, ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს იტევს, რომლებიც სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლები არიან. ამის მაგალითია ისეთი შეკრება, რომელიც კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აერთიანებს. ამ შემთხვევაში აუდიტორიის წევრების ღირებულებები და ცხოვრებისეული წესები შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რაც ხუმრობის არასწორად ინტერპრეტირების რისკს ზრდის.
5. საჯარო VS პირადი
მოლოდინი, რომ ხუმრობა მეგობრებს შორის დარჩება, არ მართლდება, როდესაც ის ცდება მცირერიცხოვანი ჯგუფის ფარგლებს და საჯარო სივრცის ნაწილი ხდება. როდესაც პირადი მიმოწერა განსაზღვრული აუდიტორიის მიღმა ვრცელდება, ხუმრობის ადრესატები და მოწმეები ამას შეუსაბამო ქცევად მიიჩნევენ — განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა საუბარში მესამე მხარეც ერთვება.
ქცევამ, რომელიც მეგობრებს შორის ხუმრობად მიიჩნევა, უფრო დიდ აუდიტორიასთან გაზიარებისას შეიძლება გამოიწვიოს უხერხულობა და რეპუტაციის დაზიანება.
6. ადრესატის რეაქცია
ის, თუ როგორ რეაგირებს ხუმრობაზე ობიექტი, განსაზღვრავს იმას, თუ სად გადის ზღვარი უწყინარ კომენტარსა და ბულინგს შორის. თუ ის დადებითად რეაგირებს, მაშინ ხუმრობის გავლენა სუსტია. თუმცა, თუ ადრესატი განაწყენებული ან შეურაცხყოფილი რჩება, ეს იმის ნიშანია, რომ კომენტარი უწყინარი სულაც არ იყო. ამ შემთხვევაში, არ მართლდება მოლოდინი, რომ ხუმრობა გართობის მიზნით ითქვა.
7. ემოჯის გამოყენება
ინტერნეტმა ჩაგვრის ახალი ფორმა — კიბერბულინგი დაბადა.
ფოტო: iStock
ონლაინკომუნიკაციისას ემოჯი საკუთარი თავის გამოხატვასა და განზრახვის მინიშნებაში გვეხმარება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ემოჯი ორაზროვან მნიშვნელობას იძენს. ამასთან, ის, შესაძლოა, კიბერბულინგისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და ნეგატიური განწყობის დასაფარად გამოიყენონ.
ხუმრობის ემოჯის დახმარებით გადმოცემისას ინდივიდები, შესაძლოა, მიზნად ისახავდნენ ისეთი დამცინავი დამოკიდებულების შენიღბვას, როგორიც პირისპირ კავშირისას ბულინგად აღიქმებოდა. რა თქმა უნდა, ემოჯის უწყინარი ხუმრობის ნაწილად გამოყენება დამოკიდებულია აუდიტორიის უნარზე, დაინახოს და ამოიცნოს ამ განზრახვის გამომხატველი ნიშნები.
იუმორნარევი სიტყვა-პასუხი ცუდი ყოველთვის ნამდვილად არ არის. მეტიც, ხუმრობაში ჩართვა შეიძლება სოციალურად სასარგებლო გამოცდილებადაც კი იქცეს. თუმცა, ეს მხოლოდ ურთიერთგაგებისა და ერთი და იმავე მოლოდინების არსებობის შემთხვევაში მიიღწევა.
შეიძლება, ხუმრობით ნათქვამი კომენტარისა და ბულინგის ერთმანეთისგან განსხვავება ყოველთვის მარტივი არ იყოს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები დაგეხმარებათ, დაადგინოთ, როდის ლახავთ მათ შორის არსებულ ზღვარს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები