კითხვის სწავლა იმაზე ადრე იწყება, ვიდრე წარმოგვიდგენია — 5 რჩევა ექსპერტებისგან
ფოტო: Picsea / Unsplash
კითხვის სწავლა არ იწყება მაშინ, როცა ბავშვი პირველად ცდილობს პაზლის ნაწილებივით ააწყოს წიგნში ამოკითხული ასოები.
არა მხოლოდ სიცოცხლის პირველ კვირებში, არამედ მუცლად ყოფნის პერიოდშიც კი, ბავშვები იღებენ და ამუშავებენ ყველა სახის ბგერას, რომელიც ესმით. ისინი ეჩვევიან ტონებს, ენობრივ მოდელებს და იწყებენ უფროსების უკვე ნაცნობი ხმების გარჩევას. ხმების, ტონების, სიტყვების და წინადადებების აღქმა და ანალიზი მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც შემდგომში ბავშვს კითხვის სწავლის პროცესში ეხმარება.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ადრეული კითხვის უნარი ყოველდღიურობაში გამომუშავდება. მისი განვითარება იწყება არა მხოლოდ წიგნის გვერდებიდან, არამედ მაშინაც, როცა ბავშვი ჩართულია მოსმენასთან, კომუნიკაციასა და მეტყველებასთან დაკავშირებულ აქტივობებში.
სამ წლამდე ასაკში, ენობრივი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისა და ლექსიკის გამდიდრების პარალელურად, ისინი სწავლობენ სურათების, სიტყვებისა და ცალკეული ბგერების გამოყენებას, რითმის შეგრძნებას, სიმღერას, თხრობას და უკვე მოსმენილი ისტორიის თავისებურად მოყოლას. ეს აქტივობები კი მათ, თავის მხრივ, წიგნის გვერდებზე მოცემულ სურათებში, სიტყვებსა და წინადადებებში ორიენტირებას უადვილებთ.
ფოტო: Ben White / Unsplash
ქვემოთ ექსპერტების იმ 5 რჩევას გაგიზიარებთ, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, სამი წლის ასაკამდე პატარებს ადრეული კითხვის სწავლის ეტაპის გავლა გაუმარტივოთ.
1. შექმენით "საჭორაო" გარემო
დაეხმარეთ ბავშვს, ილაპარაკოს ბევრი. კვლევების მიხედვით, პატარებთან ლაპარაკი ხელს უწყობს მათი ლექსიკის გამდიდრებას, რადგან საუბარი, რომელიც ბავშვს მხოლოდ ყურმოკვრით ესმის, ამისთვის საკმარისი არ არის.
ამიტომ ხშირად ჩაერთეთ მასთან საუბარში და კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოჰკითხეთ, რა გადახდა თავს დღის განმავლობაში — იქნება ეს ჩაცმისას, თამაშისას, საფენების გამოცვლისას ან, თუნდაც, პარკში გასეირნებისას. ეს მათ დაეხმარება, ერთმანეთთან დააკავშირონ, შეამჩნიონ და გაიაზრონ გარე სამყაროსგან მიღებული ხმები და გამოსახულებები — რაც ადრეული კითხვითი უნარების გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
2. გაერთეთ რითმისა და მუსიკის შექმნით
ითამაშეთ ბევრი რითმული თამაში და იმღერეთ საბავშვო სიმღერები. გამეორება და გარითმვა ბავშვებს ახალი სიტყვების დამახსოვრებაში ეხმარება.
საბავშვო ლექსებში გამოყენებული ალიტერაცია და ასონანსი ბავშვებს ყურადღებას სიტყვებში შემავალ ცალკეულ ბგერებსა და მარცვლებზე ამახვილებინებს.
ასწავლეთ პატარებს საბავშვო ლექსები, რათა მათ სიტყვების დამახსოვრება გამეორების გზით შეძლონ.
ფოტო: Alexander Dummer / Unsplash
3. გაუზიარეთ სურათები
სამი წლის ასაკამდე ბავშვებთან ღირებული საზიარო გამოცდილებათა შესაქმნელად, გამოიყენეთ ნაცნობი ადგილების, საგნების და ადამიანების სურათები, ნახატები და ფოტოები. ამაში ილუსტრირებული წიგნები და საბავშვო მობილური აპლიკაციები დაგეხმარებათ; ასე შეძლებთ, ხელი შეუწყოთ ბავშვს, კავშირი დაამყაროს მშობლიურ კულტურასა და საახლობლო წრესთან. ასევე ეცადეთ, მაქსიმალურად გაამახვილებინოთ ყურადღება სურათის ნებისმიერ პატარა დეტალზე.
"ილუსტრაციებით კითხვა" და გამოსახულებებისთვის თვალის მიყოლა იმაზე მეტადაა დაკავშირებული კითხვის სწავლასთან, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამგვარად ბავშვი ეჩვევა კავშირების გაბმას, თხრობის თანმიმდევრობის აღქმას და შინაარსის გაგებას. მცირე ასაკის ბავშვებსაც კი შეუძლიათ ვიზუალური ტექსტების ინტერპრეტირება და მათში დეტალების აღმოჩენა.
4. მიაქცევინეთ ყურადღება გარშემო არსებული წარწერებისთვის
გამოიყენეთ თქვენივე გარემო იმისათვის, რომ დაანახოთ წარწერები, მაგალითად, სახლში, საბავშვო ბაღში ან ქუჩაში. ეს შეიძლება იყოს თუნდაც რძის ბოთლზე დატანებული სიტყვები, ლოგოები და ნიშნები. ასეთი სავარჯიშოები სამ წლამდე ასაკის პატარებს ეხმარება, გარემოსგან მიღებული ინფორმაციიდან მნიშვნელობის მქონე ასოები, ხმები და სურათები გამოაცალკეონ.
5. ხელმისაწვდომი გახადეთ წიგნები
ფოტო: Stephen Andrews / Unsplash
წიგნების ერთად კითხვა, ზღაპრების საღამოს მოწყობა და ამბების თხრობა სამ წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური კავშირებისა და ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება. როდესაც უფროსები პატარებს აქეზებენ, შეისწავლონ სურათები, ყურადღება გაამახვილონ წარწერებზე, ისაუბრონ პერსონაჟებზე ან ისტორიის მიმდინარეობაზე, ბავშვების გონებაში სიუჟეტი ცოცხლდება, რაც მათ აღაფრთოვანებს და ინტერესს უღვივებს.
შეარჩიეთ განსხვავებული სახის წიგნები – ნაჭრის, სენსორული, ილუსტრირებული წიგნები ან სპეციალური აპლიკაციები. ამის შემდეგ კი დარწმუნდით, რომ პატარას მათზე დამოუკიდებელი წვდომის საშუალება აქვს, რათა მან თავად შეძლოს წიგნების ან აპების არჩევა და გვერდების გადაშლა ან გადასქროლვა.
თოჯინები და როლური თამაშიც არაჩვეულებრივი საშუალებაა წიგნებში თუ სურათებში ამოკითხული ამბების გასაცოცხლებლად. ამგვარი წარმოსახვითი თამაშის საშუალებით ბავშვებს ისტორიების ახლებურად გადათამაშება შეუძლიათ. სამ წლამდე ასაკის ბავშვებს სჭირდებათ, რომ საკუთარ გამოცდილებასთან დააკავშირონ ყოველი ახალი ინფორმაცია — იქნება ეს სურათები, ბგერები თუ სიტყვები. ამიტომ დარწმუნდით, რომ ამბების გასაცოცხლებლად გამოყენებული ნივთები თუ პერსონაჟები მის გარემოსა და ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა გადაჯაჭვული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები