ყაზახეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერი საკუთარი კომპანიის მომხმარებლებს მიმართავს
ფოტო: Forbes
ყაზახური კომპანია Kaspi-ის თანადამფუძნებელი, ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს და საკუთარი კომპანიის მომხმარებლებს მიმართავს.
Kaspi ყაზახეთში არსებული უმსხვილესი საგადასახადო ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ლომთაძე ფინტექ კომპანიის მომხმარებლებისთვის განმარტავს, რამ გამოიწვია სერვისის მიწოდებისას შეზღუდვები და იმედს გამოთქვამს, რომ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება. საკუთარ პოსტში Kaspi-ის დამფუძნებელი მომხმარებლების მხრიდან დასმულ ყველაზე მეტად აქტუალურ კითხვებსაც პასუხობს.
მიხეილ ლომთაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო,
Kaspi.kz-ის გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რათა ჩვენი ყველა სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. გთხოვთ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავებს, ახლობლებსა და ნათესავებს.
გულწრფელად ვწუხვარ, რომ შესაძლებელია სრულყოფილად ვერ შეძლოთ ჩვენი ყველა სერვისის გამოყენება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მთელ რიგ რეგიონებში ინტერნეტი და კომუნიკაციები გამორთულია.
ნება მომეცით, 5 ყველაზე მეტად მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვას ვუპასუხო:
1. "რატომ ვერ ვხსნი მობილურ აპლიკაციას?"
მობილური აპლიკაცია Kaspi.kz მუშაობს. ის შესაძლებელია არ გაიხსნას ზოგიერთი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კომუნიკაციების არ ქონის გამო. ასევე, უცხოეთიდან ჩამოსული მომხმარებლებისთვის როუმინგის შეზღუდული მუშაობის გამო. როგორც კი კავშირები აღდგება, თქვენ ყველა ჩვენი სერვისით შეუზღუდავად სარგებლობას შეძლებთ.
2. "რატომ არ მუშაობენ ბანკომატები და რატომ არ შემიძლია თანხის გამოტანა?"
ბანკომატები არ მუშაობენ იქ, სადაც კომუნიკაციები არ მუშაობს. ასევე, გასაგები მიზეზების გამო, გართულებულია ბანკომატების ინკასაციის პროცესი. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შექმნილ ვითარებაშიც კი, ჩვენი გუნდი ცდილობს უზრუნველყოს ბანკომატების მუშაობა იქ, სადაც ეს ფიზიკურად და ტექნიკურად შესაძლებელია.
3. "რატომ არ მუშაობენ ფილიალები?"
ეროვნული ბანკისა და მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ბანკების ფილიალების მუშაობა დროებით შეჩერებულია. ეს ზომები ფინანსური ორგანიზაციების თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისთვის იქნა მიღებული. ჩვენს რამდენიმე ფილიალს თავს დაესხნენ. ფილიალები დაკეტილი იყო და იქ ფული არ იყო. მძარცველებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები და დაამსხვრიეს ტექნიკა, მაგრამ ამას მალე აღვადგენთ. მთავარია, რომ არც თანამშრომლები და არც მომხმარებლები არ დაზარალებულან.
4. "საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ ვიხდი სესხს — ჯარიმა დამერიცხება?"
შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ვითარების დასტაბილურებამდე ჯარიმის დარიცხვა შეწყვეტილია. ახლა მთავარია — მშვიდობა და უსაფრთხოება.
5. "რა ბედი ეწევა ჩემს ფულსა და ანაბრებს?"
თქვენი ფული უსაფრთხოდაა. ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ჩვენი საყვარელი მომხმარებლებისთვის იმედი არასდროს გაგვიცრუებია.
დარწმუნებული ვარ, სიტუაცია მალე დასტაბილურდება. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ჩვენ ყოველთვის ჩვენი საყვარელი მომხმარებლების ინტერესების დასაცავად ვდგავართ.
ჩვენ თქვენთან ვართ!
მშვიდობიანი სურვილებით,
თქვენი მიხეილი.
ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე Kaspi-ის აქციების ფასები დაეცა. Forbes-ის ინფორმაციით, 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად მიხეილ ლომთაძემ $1,8 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება 3,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ამჟამად Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ლომთაძე 3,8 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელია.
2020 წლის ოქტომბერში Kaspi-ის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წელს ლომთაძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 515 მილიონი წმინდა მოგება იყო.
ყაზახეთში დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა არ შეწყვეტილა დაპირისპირება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ გარდაცვლილი სამართალდამცველების რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაჭრილია — 748. გარდაცვლილი მომიტინგებიის რაოდენობა ამ დრომდე ცნობილი არ არის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები