UNESCO-ს ეს მონაცემები არის არაადეკვატური — ზარქუა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ლაშქარავას შეყვანაზე
ფოტო: თათია შურღაია/On.ge
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა UNESCO-ს მიერ TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანას "არასწორ ინფორმაციას" უკავშირებს. მისი თქმით, UNESCO-ს ეს მონაცემები არის არაადკვატური. როგორც ზარქუა ამბობს, ყველამ ვინც ხელყო თავისუფალი მედიის მუშაობა და იძალადა, იქნება დასჯილი.
"UNESCO-ს ეს მონაცემები არის რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური თუ შეცდომაშია შესული. იმიტომ, რომ მათ შორის, რაც თქვენ აღნიშნეთ გარდაცვალების მიზეზებზე, გამოძიებამ დაადგინა და მათ შორის ოჯახის წევრებმაც, რამდენადაც ვიცი, თანხმობა მისცა. ასე რომ ამაზე მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ შესაბამის უწყებას ჰკითხოთ", — თქვა ზარქუამ.
როგორც ზარქუა ამბობს, სიაში წერია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს მოკლეს, თუმცა UNESCO-ს განმარტებული აქვს, რომ 5 ივლისს, თბილისში, ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის დროს, ღირსების მარშის გაუქმების შემდეგ, მძიმედ დაშავდა და 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
"ეს ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციას რაღაც არასწორი ინფორმაციებია და ამ არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. სხვათაშორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, არ ვიცი თქვენ რატო გამოგრჩათ ეს, 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია, არამედ 11 ივლისს და ესეც მიუთითებს, რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, 5 ივლისი თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დავგმეთ და ვთქვით, რომ ეს მიუღებელია. რაც არ უნდა განსხვავებული ხედვა, აზრი და მოცემულობა გვქონდეს, მათ შორის ჟურნალისტებს. არავის აქვს უფლება, რომ იძალადოს, გამორიცხულია. ეს ჩვენ ყველამ დავგმეთ.", — ამბობს ზარქუა.
UNESCO-მ ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულაი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ხელისუფლება ცდილობს ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს. ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების კადრები გაავრცელა. ვიდეოს გავრცელბა საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კადრების გასაჯაროენის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა. ინსპექტორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
დაწყებულია გამოძიება, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და არ დასრულებულა გამოძიებაც. ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები