სამართალდამცავებს პატრულირებისთვის ინკასაციის 9 დაჯავშნილი მანქანა გადავეცით — მიხეილ ლომთაძე
ფოტო: Forbes
ყაზახეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მისმა კომპანიამ სამართალდამცავ უწყებებს ქუჩებში პატრულირებისთვის ინკასაციის 9 დაჯავშნილი მანქანა გადასცა. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები ე.წ. სამოქალაქო რაზმებშიც მონაწილებენ.
Kaspi ყაზახეთში არსებული უმსხვილესი საგადასახადო ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ლომთაძე საკუთარი ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიის, Kaspi-ის აპლიკაციის აღდენის პროცესში ოპერატიული მუშაობისთვის ყაზახეთის სამთავრობო უწყებებს მადლობას უხდის.
Kaspi-ის თანადამფუძნებელი საკუთარი კომპანიის მომხმარებელებს მიმართავს და წერს, რომ მისი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა მომსახურების პროცესში არსებული ხარვეზები აღმოიფხვრას.
მიხეილ ლომთაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენო საყვარელო მომხმარებლებო,
ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით "რაც კარგია ყაზახეთისა და ყაზახებისთვის — კარგია Kaspi.kz-თვის". და ისე, როგორც არასდროს ეს პრინციპი აქტუალურია ჩვენთვის და ახლოსაა ჩვენს გულებთან. 4 ქალაქის ქუჩებში პატრულირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს ინკასაციის დაჯავშნილი 9 მანქანა გადავეცით. ჩვენი თანამშრომლები სამოქალაქო რაზმებში მონაწილეობენ. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მთელი ძალებით ვცდილობთ დავეხმაროთ მშვიდობის აღდგენას ჩვენს ქვეყანაში თქვენთან ერთად.
ნება მომეცით, მოკლედ გითხრათ, რაზე მუშაობს ახლა ჩვენი თავდადებული გუნდი:
1. აპლიკაცია
როგორც უკვე შეამჩნიეთ, ჩვენი აპლიკაციის სერვისების ხელმისაწვდომობა ყაზახეთში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინტერნეტის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები როგორიცაა: გადარიცხვები, გადახდები, Kaspi Travel, ჩემი ბანკი და სახაზინო გადახდები. ეს შესაძლებელი გახდა გაციფრულების სამინისტროსთან და მობილურ ოპერატორებთან თანამშრომლობის შედეგად. სამთავრობო უწყებებს მადლობას ვუხდით ოპერატიული მუშაობისთვის. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რჩება სირთულეები უცხოეთიდან აპლიკაციასთან წვდომასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ გაციფრულების სამინისტროსთან და ვიმედოვნებთ, ამ პრობლემასაც უახლოეს პერიოდში გადავჭრით.
2. ბანკომატები
ახლა ჩვენი ამოცანაა ფულით დავტვირთოთ ის ბანკომატები, სადაც ამის ტექნიკური და ფიზიკური შესაძლებლობა არსებობს. ჩვენთვის ეს მთავარ პრიორიტეტად რჩება. თუ გუშინ 24 ბანკომატი დავტვირთეთ, დღეს უკვე 6 ჯერ მეტი — 140 ბანკომატი შევავსეთ 12 ქალაქში. მინდა ყველა ჩვენს საყვარელ მომხმარებელს ბანკომატებთან რიგების დაცვისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიხილეთ, როგორ გამოჰქონდათ ყაზახებს მცირე თანხები ბანკომატებიდან, რათა რიგში მდგომ სხვა მომხმარებლებსაც შეხვედროდათ ფული. სიამაყით ვართ სავსე ყაზახების პატრიოტიზმითა და ერთმანეთის მხარდაჭერით.
3. ფილიალები
უკვე დავიწყეთ იმ ფილიალების აღდგენა, სადაც უსაფრთხოდ მუშაობაა შესაძლებელი. ვყიდულობთ საჭირო მასალებსა და ტექნიკას, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანოთ მწყობრში ის ფილიალები, რომლებიც მძარცველებმა დაარბიეს.
4. Kaspi Travel-ში შეძენილი ავიაბილეთების თანხის დაბრუნება
ჩვენი საყვარელი მომხმარებელებისგან თანხის დაბრუნების 10 000-ზე მეტი მოთხოვნა მივიღეთ. სამწუხაროდ, სტაბილური ინტერნეტის არ არსებობის გამო ავიაკომპანიები თანხის დაბრუნების დაანგარიშებას ოპერატიულად ვერ ახერხებენ. არსებულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ — ყველა ავიაკომპანიის ბილეთის ღირებულება საკუთარი ანგარიშიდან დავაბრუნოთ. უახლოეს მომავალში ჩვენ დავაბრუნებთ თანხებს თქვენს ანგარიშზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Air Astana-სა და FlyArystan-ის ხელმძღავანელობას, რომლებმაც ჩვენს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
5. Kaspi.kz აპლიკაციის მთავარ გვერდზე განყოფილების "სახელმწიფო ამბების" გაშვება იგეგმება.
დღეს სიახლეების SMS-ით მიღების სერვისი არასტაბილურად მუშაობს. ჩვენ გვსურს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისგან სანდო ინფორმაციის მიღებაში დავეხმაროთ.
ჩვენო საყვარელო ყაზახებო, ჩვენ თქვენთან ვართ!
თქვენი მიხეილი და Kaspi.kz-ის გუნდი.
ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე Kaspi-ის აქციების ფასები დაეცა. Forbes-ის ინფორმაციით, 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად, მიხეილ ლომთაძემ $1,8 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება 3,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ამჟამად, Forebs-ის მიხედვით, მიხეილ ლომთაძის ქონება 4,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2020 წლის ოქტომბერში Kaspi-ის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წელს ლომთაძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 515 მილიონი წმინდა მოგება იყო.
ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა არ შეწყვეტილა დაპირისპირება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების დახმარების მიზეზით ტოყაევმა მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, იგივე ОДКБ-ს სთხოვა. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.
გუშინ, 7 იანვარს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც "ბოევიკების სრულ განადგურებამდე" გაგრძელდება. მისივე თქმით, სამართალდამცავებს და არმიას მისცა ბრძანება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები